Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სარეიტინგო ქულების გაზრდას აპროტესტებს


Recommended Posts

სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის ბრიფინგს ხმაური მოჰყვა. სოფიო ხორგუანი სააგენტოს დირექტორის სახელზე, მისი ამომრჩევლების პრობლემებთან დაკავშირებით, კანცელარიაში განცხადებების შეტანას გეგმავდა. აქედან დაიწყო „ქარიშხალი ჭიქაში“: სააგენტოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ მაჟორიტარობის კანდიდატის შენობაში შეშვება საშიშროებად მიიჩნია და დაცვა გააფრთხილა. სამართალდამცველი კარებში ზურგით ჩადგა და სოფიო ხორგუანი და მისი თანმხლები ჟურნალისტები არ გაატარა. გაურკვევლობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა; `ზემოდან” მიღებული დირექტივის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა სააგენტოში შეაღწია.

 

 

სოფიო ხორგუანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სარეიტინგო ქულების ხელოვნურად გაზრდას აპროტესტებს და განცხადებების წარდგენის გარდა, სააგენტოს ხელმძღვანელს ერთი დღით მის უწყებაში სოციალურ აგენტად მუშაობის უფლებას სთხოვს. ხმაურიანი დახვედრის შემდეგ კი გამორიცხული არ არის, მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ვინც მოქალაქეთა გადაადგილების და სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლებას ზღუდავს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...