planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 თინათინ ხიდაშელი საბურთალოზე მე-10 საარჩევნო უბნის მოსანახულებლად მივიდა. თბილისში არსებულ მრავალ საარჩევნო უბანში არჩევნებამდე 23 დღით ადრე სავალალო მდგომარეობაა. უბნებში არ არის დაცული გათვალისწინებული მოთხოვნები, არ არის გამოყოფილი სპეციალური ფართი კომისიის წევრების მუშაობისათვის, არ არის ქსეროქსის აპარატები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; რიგ შემთხვევებში არ არის ტელეფონიც კი. თინათინ ხიდაშელმა მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს წინასაარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს საარჩევნო ღონისძიებების განხორციელებისათვის სათანადო პირობების შექმნა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts