planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ალასანიამ დღეს სოციალურ საკითხებზე ალიანსის პრიორიტეტები დღეს „ახლების“ ოფისში შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო. ირაკლი ალასანია ყველა თბილისელ პენსიონერს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად ზამთარში 100-ლარიან დანამატსა და ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ საბაზისო მედიკამენტებს უფასოდ ჰპირდება. გარდა ამისა, ალასანია პირობას დებს, რომ 2011 წლიდან ყველა პენსიონერს უფასო სამედიცინო დაზღვევა ექნება. რაც შეეხება დევნილებს, 30 მაისის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალასანია თბილისში მცხოვრებ ყველა დევნილს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის 50%-იან შეღავათს ჰპირდება. „გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ყველა დევნილს დამატებითი შემწეობის სახით 100 ლარი და უფასო სამედიცინო დაზღვევა ექნება. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ დევნილებს დაკავებული ფართები კერძო საკუთრებაში დაუკანონდებათ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქალაქო ინფრასტრუქტურაში სტანდარტული პირობები შეექმნებათ. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეგისტრირებულ პირებს, მათ თვეში ათლარიან დანამატსა და უფასო სადაზღვევო პოლისებს ვთავაზობ", - განაცხადა ალასანიამ. ამასთან, მერობის კანდიდატი ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს, სამხედრო ძალების ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულებს, ომის მონაწილეებთან გათანაბრებულებს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად ზამთრის პერიოდში 100-ლარიან ვაუჩერს სთავაზობს. „3 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის კი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, გაიზრდება ერთჯერადი მატერიალური დახმარება მესამე და მეტი შვილის დაბადებისთვის. მესამე შვილზე 800 ლარი იქნება, მეოთხე შვილზე - 1000, მეხუთე შვილზე - 1500 და ყოველ შემდგომ შვილზე კიდევ 500 ლარით მეტი. ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, მრავალშვილიან ოჯახს ყოველთვიურად 50-ლარიანი დახმარება დაერიცხება“, - აღნიშნა ალასანიამ სოციალური პროგრამის პრეზენტაციაზე. „პიWრელი: View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts