Jump to content
Planeta.Ge

ცხინვალში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები იყო


Recommended Posts

სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად ცხინვალის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა

 

ქართულ, ოსურ და რუსულ სამხედრო შენაერთებს შორის, ცხინვალის გარშემო მდებარე სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად, მთელი ღამის განმავლობაში, ბრძოლა მიმდინარეობდა. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა გაგლოევამ "ინტერფაქსს" აცნობა.

 

დილით დაახლოებით 6:45 წუთზე, სიმაღლეების დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლები შეჩერდა.

 

გაგლოევას ვარაუდით, სწორედ ამ სტრატეგიული სიმაღლეებიდან ახორციელებდნენ ქართული საჯარისო შენაერთები ცხინვალის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას. ქართული მხარის მიერ დაიბომბა ცხინვალი სააავადმყოფო, რომლის რამდენიმე კორპუსი, მთლიანად განადგურდდა.

 

ამას გარდა გაგლოევამ განაცხადა, რომ ბრძოლების დროს ღამის განმავლობაში, 6 ქართული ტანკი იქნა განადგურებული.

 

როგორც "ვესტი 24"-ს რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა განუცხადა, ბრძოლების დროს ქართული მხარე სტრატეგიული სიმაღლეების სამხრეთ ნაწილს იკავებდა, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

 

ამ დროისათვის რეგონში კვლავ მძიმე მდგომარეობაა - მხარეები აქტიური საბრძოლო მოქმედების განახლებისთვის გადაჯგუფებებს აწარმოებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

მდაას, მძიმე ინფოებია შარშანდელი ომის...თემები ამ ლინკზეა:

 

http://planeta.ge/index.php?showforum=66&a...all&st=1380

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...