asds Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები რათქმაუნდა ბევრ თქვენთაგას აფიქრებს, მაგრამ ვგონებ რომ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ფიქრი ყოველთვის ოპტიმისტური დასკვნების გაკთების საშუალებას არც თქვენ უნდა გაძლევდეთ. მეც ვფიქრობ ბატონებო, ვაანალიზებ სხვადასხვა ფაქტებისა და მოვლენების შესაძლო შედეგებსა და მათი განვითარების ალბათობებს, ვაკვირდები საქართველოს მოსახლეობაში არსებულ განწყობილებებს, სხვადასხვა ტენდენციას. ვფიქრობ მოკლედ და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ფუნდამენტალური შეცდომის დაშვება ხდება, როცა გინდა ცალკეული პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები თუ გნებავთ მოსახლეობა რუსეთს (რუსეთის ფედერაცია) ცალკე პოლიტიკურ ცენტრად განიხილავს და რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში წარმოებულ პოლიტიკას მოსკოვის, პუტინ - მედვედევის ტანდემის სტრატეგიული (გეოპოლიტიკური სტრატეგიის) გეგმის ნაწილად მიიჩნევს. რუსეთი როგორც დამოუკიდებელი პოლტიკრი პოლუსი არ არსებობს. მინდა რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს. არსებობს მხოლოდ დასავლეთის სამყაროს (არაექსკლუზიურად, მაგრამ ძირითადად მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნები) შემადგენლობაში მყოფი რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით 100%-ით კონტროლდება ვაშინგტონის - ბრიუსელის (EU) მიერ და რომელიც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელ - დასავლეთის ცენტრებთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს ვერ/არ იღებს. აღნიშნულიდან გამომდნარე ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთი რუსეთის ბაზაზე იწყებს ახალი - კონტროლირებადი გეოპოლიტიკური ცენტრის ფორმირებას, რომელიც დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირებაში საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს (უკვე იღებს) და პეკინის პოზიციების დასუსტებას შეუწყობს ხელს. პროცესი რომელზეც მე ვსაუბრობ სახეზეა. დასავლეთი კონტროლირებად რუსეთს მნიშვნელოვნად აძლიერებს და ამის ყველაზე ნათელი დადასტურება უკრაინაში მკვეთრად პროამერიკული ხელისუფლების ნეიტრალური - პრორუსული ძალით ჩანაცვლებაა. რა უნდა გააკეთოს ამ დროს საქართველომ ცალკე თემაა და დეტალურ ანალიზსა და მსჯელობას საჭიროებს, მარამ ფაქტია, რომ საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა დასავლეთის კომპლექსური დახმარებისა და მოცემული დროის ადეკვატური რეალიზება, რის შედეგადაც ვაშინგტონი - ბრიუსელი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფო - პარტნიორად აღარ განიხილავს და რუსეთს აბარებს არშემადგარი ქვეყნის "ბედის" გადაწყვეტას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთი კვლავ იქცა შიდა პოლიტიკურ მოხმარებაზე გათვლილი "პოლიტიკური თამაშის" შემადგენელი - ხშირ შემთხვევაშI განმსაზღვრელი ნაწილი. არადა რუსეთის "დაბრუნება" საქართველოში იქნება ყველაზე დიდი - ფატალური შეცდომა, რომელსაც ქართული საზოგადოება დაუშვებს, რადგან მოსკოვი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვერ/არ ხედავს და არ განიხილავს. უფრო სწორედ რუსეთი მხოლოდ ქართლის ნაწილს, კახეთის ნაწილს, იმერეთისა და გურიის ნაწილს აღიქვავს საქართველოდ და სწორედ ეს მხარეები შეიძლება დარჩეს ოფიციალური თბილისის კონტროლ ქვეშ. პირობებში როცა თბილისიც კონტროლირებადი იქნება და კონტროლირებადი მოსკოვის მიერ. ეს გინდათ ბატონებო? თუ კი ნება თქვენია, გამოუსვით დანა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ნუღარც თქვენ წვალობთ და ნუღარც სხვას აწვალებთ. არ გინდათ ეს? არ გინდათ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს?ფიქრობთ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აქვს არსებობის რესურსი და მომავალი? მაშინ არ დაუშვათ ქვეყანაში რუსეთის პოზიციების გაძლიერება და არ დაუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან სწორედ ეს იქნება ქვეყნის დასასრულის დასაწყისი. თქვენი არ ვიცი და მე პირადად მჯერა, რომ საქართველო შეიძლება შედგეს როგორც სახელმწიფო, მჯერა, რომ ქვეყნის ტერიტორიალური მოწყობის კონფედერაციული მოდელი ტერიტორიული მთლიანობისა და რეალურად მოძმე ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების, საერთო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას იძლება და მჯერა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. მე სახელმწიფო მნიშვნლობის გადაწყვეტილბებს ვერ ვიღებ, ვერც გავლენას ვახდენ საზოგადოებრივ აზრზე და ვერც ქვეყანაზე ფარად გადაფარვას ვახერხებ (მამაზეციერი არ ვარ) და ამდენად მჯერა რა ქვეყნის მომავლის, განსაკუთრებით განვიცდი, როცა ვხედავ, რომ საკუთარი ხელებით ასამარებთ ქვეყანას, რომელიც არ არის სრულყოფილი, რომელსაც გაუმჯობესება ჭირდება, რომელმაც მე პირადად იმის იქით გზა დამილოცა, მაგრამ ქვეყანას, რომელსაც პირადად ჩემთვის სამშობლო ქვია. იფიქრეთ მოკლედ. თქვენ წყვიტავთ დღეს, საქართველოს ხვალინდელ მომავალს. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 asds უტრირებ ლევან რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ის არანაირად არაა ამერიკა. თუმცა ცივი ომი დასრულებულია და ჩვენს გამო სტატუსქვო არ შეიცვალა. გრიგის და ამ თემას აქვს თავისი არგუმენტები, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.....რუსეთი კი მოიწვევს ჩვენსკენ....... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 lasha_alo რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ის არანაირად არაა ამერიკა.რუსეთი რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ არ მოქმედებსდეს მაშინ მოსკოვი დიდი ხნის წინ მიყიდიდა ირანს S-300 კლასის საზენიტო კომპლექსებს, Su-27 ტიპის მოდერნიზებულ გზაგადამჭრელ გამანადგურებლებს, Mig-29 M გამანადგურებლებს, სხვადასხვა დანიშნულების ფრთოსან რაკეტებს და სხვა თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, რაზეც იხვეწება თეირანი და რაზეც ხშირ შემთხვევაში კონტრაქტიც კი აქვს მოსკოვთან გაფორმებული, რომელის მოსკოვის მიერ არ სრულდება. რატომ? თუ მოსკოვი ვაშინგტონს მტრად-პოტენციურ მოწინააღმდეგედ განიხილავს, რატომ არ აძლიერებს ირანს, რომელიც მზად არის მილიარდები დახარჯოს თანამედროვე იარაღის შესაძენად? გარდა ამისა თუ რუსეთი დამოუკიდებელი პოლუსია და დასავლეთის მიერ არ იმართება რატომ დაუშვა მოსკოვმა ავღანეთზე გამიზნული აშშ-ის სამხედრო ტვირთების საკუთარ ტერიტორიაზე გატარება? ეს არის სუვერენიტეტის მაჩვენებელი? რატომ არის რუსეთი აშშ-ის ერთ ერთი უმსხვილესი კრედიტორი და ინვესტორი? რატომ მიყიდა საფრანგეთმა მისტრალი რუსეთს და რატომ ხდება რუსეთის გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით? ბოლოს და ბოლოს აღშფოთება შეშფოთების იქით რატო არ გადადგა ნაბიჯი დასავლეთმა აგვისტოს ომის შემდეგ? იმიტომ რომ ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს გამომდინარეობს დასავლეთის სამყაროს გეოპოლიტიკური ინტერესიდან, რომლის წევრი თავად რუსეთიც გახდა საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ. მხარეებს შორის თითქოსდა არსებული დაპირისპირება კი სხვა არაფერია თუ არა დიდი გეოპოლიტიკური აფიორა რათა მსოფლიოს შეცდომაში შეყვანა და დაყავი და იბატონეს პრინციპის შესაბამისად დასავლეთის სამყაროს დომინირება შენარჩუნდეს პლანეტაზე. ჩინეთის წინააღმდეგ რომ არის მიმართული დასავეთის სამყაროს პრაქტიკულად ყველა გეოპოლიტიკური ნაბიჯი ესეც ცალსახაა, დაწყებული გლობალრი დათბობასთან თითქოს ადამიანის საქმიანობის კავშირითა და დასრულებული ირანის მომავალი ოკუპაციით .. საქართველომ როგორღაც ხელახლა უნდა დააინტერესოს დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, რომ მისი ტერიტორიების შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს.. უახლოსი ისტორია გვაჩვენებს მოკლედ .. რუსეთი კი მოიწვევს ჩვენსკენ.......მოიწევს რადგან ვაშინგტონმა სომხეთზე დადო ფსონი და საქართველო დაიკიდა .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 რუსეთი რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ არ მოქმედებსდეს მაშინ მოსკოვი დიდი ხნის წინ მიყიდიდა ირანს S-300 კლასის საზენიტო კომპლექსებს, Su-27 ტიპის მოდერნიზებულ გზაგადამჭრელ გამანადგურებლებს, Mig-29 M გამანადგურებლებს, სხვადასხვა დანიშნულების ფრთოსან რაკეტებს და სხვა თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, რაზეც იხვეწება თეირანი და რაზეც ხშირ შემთხვევაში კონტრაქტიც კი აქვს მოსკოვთან გაფორმებული, რომელის მოსკოცის მიერ არ სრულდება. რატომ?იმიტომ რომ რუსეთი სრულადაა დამოკიდებული დასავლეთზე. ის ბატონები თვალს ხუჭავენ ხოლმე იმაზე, რაც თავად არ უქმნით საფრთხეს, მაგრამ თუ რუსეთი ისეთ ნაბიჯს გადადგამს რაც მათ უსაფრთხოებას დაემუქრება, ამას არ აპატიებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 Saturn იმიტომ რომ რუსეთი სრულადაა დამოკიდებული დასავლეთზე. ის ბატონები თვალს ხუჭავენ ხოლმე იმაზე, რაც თავად არ უქმნით საფრთხეს, მაგრამ თუ რუსეთი ისეთ ნაბიჯს გადადგამს რაც მათ უსაფრთხოებას დაემუქრება, ამას არ აპატიებენ.ოხ. აგაშენა ღმრთმა ბატონო.. იგივეს ვამბობ ოღონდ უფრო კონკრეტული ვარ ჩემს მსჯელობაში. რათქმაუნდა დასავლეთი სრულიად აკონტროლებს რუსეთს და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და ფინანსური ელიტა დასავლეთის სამყაროს მსახურია ისევე როგორც რუსეთი, თორემ არავინ მოსკოვს გაბლატავების საშუალებას არ მისცემდა .. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში დახარჯული ყოველი ასი რუბლიდან სულ ცოტა 70 რუბლი დასავლეთის ჯიბეში მიდის.. ასე რომ სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა გადადგას საქართვეომ ნაბიჯები და იმის ილუზიები არ უნდა ქონდეს, რომ დასავლეთი მას რუსეთისგან დაიცავს.. არაფერს დასავლეთი საქართველოსთვის აღარ გააკეთებს, რადგან რაც გააკეთა ის ვერ შეირგო და გამოიყენა ქართულმა საზოგადოებამ და დღეის მდგომარეობით გარანტია იმისა რომ ახალ დახმარებასა და შანსს საქართველო ადეკვატურად შეაფასებს და გამოიყენებს არ არსებობს. ანუ თუ საქართველო სტაბილური პარტნიორის იმიჯის დაბრუნებას-შექმნას და გამტკიცებას ვერ შეძლებს, რაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელი არა მაგრამ სადღაც დაახლოებით ამ კატეგორიის ამოცანას წარმოადგენს, დასავლეთი საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოდ აღარ განიხილავს.. უფრო კონკრეტულად კი საერთოდ აღარ განიხილავს სახელმწიფოდ. ამიტომ არის რომ წინ მოიწევს რუსეთი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში "წესრიგის" დამყარება დაავალა ვაშინგტონმა - დასავლეთმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 asds სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა გადადგას საქართვეომ ნაბიჯები და იმის ილუზიები არ უნდა ქონდეს რომ დასავლეთი მას რუსეთისგან დაიცავს..ფაქტია რომ რუსეთს გარკვეული ფაქტორები ამუხრუჭებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოახერხებდნენ სამხედრო ძალის გამოყენებით ხელისუფლების დამხობას. და ეს დამამუხრუჭებელი ფაქტორის სხვა არაფერია თუ არა დასავლეთი და უფრო კონკრეტულად აშშ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 Saturn ფაქტია რომ რუსეთს გარკვეული ფაქტორები ამუხრუჭებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოახერხებდნენ სამხედრო ძალის გამოყენებით ხელისუფლების დამხობას. და ეს დამამუხრუჭებელი ფაქტორის სხვა არაფერია თუ არა დასავლეთი და უფრო კონკრეტულად აშშ.ეგრე ბანალურად ნუ მიუდგები საკითხს სატურნ. სააკაშვილის მოშორება კი ადვილია რუსეთისთვის და სამხედრო ძალაც საკმარისი აქვს ამისთვის, მაგრამ ერთია ქვეყნის ოკუპირება და მეორე მისი კონტროლი. კონტროლი რომ შეძლოს ამისთვის დასაყრდენი უნდა ქონდეს ადგილზე, რაც აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთს არ ქონდა. 2008 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა და დღეს ამ საყრდენის - მეხუთე კოლონს შემზადება, რომ ჰიპერაქტიული ტემპებით მიმდინარეობს თავადაც ხედავ, დღე არ გავა მოსკოვში რომელიმე პოლიტიკანი არ ჩავიდეს და პუტინს ფეხები არ აულოკოს. ასე რომ სწორედ ამ საყრდენის არარსებობის გამო დატოვეს და ისიც დროებით სააკაშვილი ხელისუფლებაში და არა იმიტომ რომ ვაშინგტონმა და ან მაიას ტომის ინდიელებმა შეაჩერეს რუსეთი. პლუს ამას ჩემი აზრით აგვისტოს ომის ძირითადი მიზეზი სწორედ ის იყო რომ მოსკოვს საბოლოოდ უარი ეთქვა დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ პოლუსად ფორმირებაზე და დასავლეთში "გაწევრიანების" შემდეგ და შედეგად იმავე დასავლეთის მხარდაჭერით მოეხდინა პოსტ საბჭოთა სივრცეზე ახალი ზესახელმწიფოს ფორმირება, რომელიც რეალურად დასავლეთის შემადგენელი ნაწილი და ინტერესების გამტარებელი იქნებოდა, თუმცა საკუთარი თავის პოზიციონირებას დამოუკიდებელ პოლუსად მოახდენდა.. ეს არ ხდება ზუსტად? ქვეყნებს ერთი მეორის მიყოლებით აბაებენ რუსეთს .. რატომ მისცეს რუსეთს უკრაინა? არ მითხრათ უკრაინას მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოტენციალი არ აქვს : )) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 2008 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა და დღეს ამ საყრდენის - მეხუთე კოლონს შემზადება, რომ ჰიპერაქტიული ტემპებით მიმდინარეობს თავადაც ხედავ, დღე არ გავა მოსკოვში რომელიმე პოლიტიკანი არ ჩავიდეს და პუტინს ფეხები არ აულოკოს.პოლიტიკანები კი ჩადიან, მაგრამ ხალხში არ აქვთ მაგ პოლიტიკანებს მხარდაჭერა. ამ ფორუმზე მაგალითად ბურჯანაძეს მხარდამჭერი არ არსებობს. ნოღაიდელს კი მხოლოდ დონკარედო უჭერს მხარს რატომ მისცეს რუსეთს უკრაინა?უკრაინაში ჩატარდა არჩევნები და გაიმარჯვა იანუკოვიჩმა. რა უნდა ექნა აშშ-ს ასეთ შემთხვევაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 Saturn პოლიტიკანები კი ჩადიან, მაგრამ ხალხში არ აქვთ მაგ პოლიტიკანებს მხარდაჭერა. ამ ფორუმზე მაგალითად ბურჯანაძეს მხარდამჭერი არ არსებობს. ნოღაიდელს კი მხოლოდ დონკარედო უჭერს მხარსარ შეიძლება ობიექტური რეალობის სრული ან თუნდაც ნაწილობრივი იგნორირება მარტო იმიტომ რომ კონფორმიზმის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარს, მოქმედება გეზარება ან არ იცი რა დაუპირისპირო ან როგორ გამოიყენო სასიკეთოდ არსებული სინამდვილე. არადა კონფორმისტებით გაივსო საქართველო და გონების განძრევა არ სურთ არა თუ ფიზიკის. ეს ერთ ერთი ძირითადი მიზეზია იმისა ალბათ რატომაც ფიქრობ რომ რუსეთს ქართულ საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვს. ასე თუ ისე ვმოძრაობდი საქართველოს მასშტაბით და ვიცი რომ უხეშად რომ ვთქვათ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების იდეის მინიმუმ ლატენტური მხარდამჭერებით არის სავსე ქვეყანა. ანუ ამ ადამიანების მცირედი "დამუშავების" პირობებში პროსუსულ - რუსეთის მიერ კონტროლირებად პოლიტიკურ ძალას ადამიანური რესურსის პრობლემა არ ექნება. რუსეთის პრობლემა ის იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათ შორის აგვისტოს მოვლენების დროს, რომ ფსევდო პოლიტიკურ ელიტაში არ ყავდა დასაყრდენი ძალა, რადგან ქართული პოლიტიკური სისტემა თავიდან ბოლომდე ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე იყო გათვლილი. დღეს ვითარება კარდინალურად იცვლება და სადაც ძიძიკონსერვის წარმომადგენლები მიდიან პუტინთან საზიაროდ, იქ კიდევ რა ფარულ დინებებს აქვს ადგილი ღმერთმა იცის... ანზოროვნა და ნოღა მარტო არ არის რუსეთის დასაყრდენი საქართველოში და არ გამოვრიცხავ, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგება სულ სხვა ძალები წამოტივტივდნენ და ანზოროვნა გზის განაპირას აღმოჩნდეს ნოღაიდელის ბიჭთან ერთად. ვინაიდან მოსკოვი დასავლეთის მიერ კონტროლდება, ვინაიდან ვაშინგტონმა საქართველოს ბედის რუსეთზე მიბარება გადაწყვიტა და ვინაიდან ქართული პოლიტიკური სისტემა თავიდან ბოლომდე ვაშიინგტონის ინტერესების სამსახურზე იყო გათვლილი, იმიტომ არის თითქოს ტრადიციულად პროდასავლური ორიენტაციის "პარტიებიც" კი იცვლიან ფერსა და ზნეს და კარგად ხედავ რაოდენ კეთილგანწყობილები ჩანან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და პრინციპში საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ალბათობისადმი. ვინ რას როგორ შენიღბავს და ერთსა და იმავე ფაქტს რა მნიშვნელობას მიანიჭებს სხვა თემაა, მაგრამ საქართველო რუსეთის ორბიტას უბრუნდება და ეს არის ფაქტი. ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა ამ ყვეაფერში კი ის არის, რომ ვიღაც ერთუჯრედიანი ფსევდო პოლიტიკოსები და პრინციპში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც ფიქრობს რომ დღეს და დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით ქვეყანა მოიგებს, მაგამ ცდებიან. ცდებიან კი არა დანაშაულს ჩადიან ასეთი დასკვნების შესაბამისად მოქმედებით. დანაშაულს ჩადიან, რადგან რუსეთი საქართველოს კიდევ უფრო დაშლის და დაასუსტებს და ამის 110%-იან გარანტიას ვიძლევი. ეს ფაქტორი რატომღაც აღარ არის საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის მნიშვნელოვანი თემა.. მოკლედ რუსეთი დღეს მზად არის საქართველოში რეჟიმის შეცვლის ოპერაციისთვის და მზად არის საქართველოს ტერიტორიები საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგოს. აქ რათქმაუნდა ორ ფრონტზე (რუსეთი vs საქართველო -- სომხეთი vs საქართველო) ომსაც ვგულისხმობ .. ესეთია რეალობა. არ ვარ დარწმუნებული რომ "რეჟიმის შეცვლის" ოპერაცია და ომი მიმდინარე წელს დაიწყება, მაგრამ ვითარება ისეთია რომ ამის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება...უკრაინაში ჩატარდა არჩევნები და გაიმარჯვა იანუკოვიჩმა. რა უნდა ექნა აშშ-ს ასეთ შემთხვევაში?სურვილის შემთხვევაში ზუსტად იმას გააკეთებდა ვაშინგტონი რაც "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს გააკეთა. მაშინაც იანუკოვიჩმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები რამდენადაც მახსოვს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 (edited) asds რუსეთი როგორც დამოუკიდებელი პოლტიკრი პოლუსი არ არსებობს. მინდა რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს. ტოტალური ტყუილია - განხილვას არ ექვემდებარება! არსებობს მხოლოდ დასავლეთის სამყაროს (არაექსკლუზიურად, მაგრამ ძირითადად მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნები) შემადგენლობაში მყოფი რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით 100%-ით კონტროლდება ვაშინგტონის - ბრიუსელის (EU) მიერ და რომელიც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელ - დასავლეთის ცენტრებთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს ვერ/არ იღებს. პუტინი და მედვედევი დასავლეთის აგენტები... აბსურდი! ვახ რა ზემძლავრი წარმოდგენა გაქვთ ამ კრიზისში მყოფ დასავლეთზე! არადა შედეგები სულ საპირისპიროზე მეტყველებს... დასაცლეთი და ნატო დღითი დღე უფრო კარგავს პოზიციებს და რუსეთი უფრო იმაგრებს თავის ინტერესებს თავის სამეზობლოში! Edited May 9, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 თქვენ ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო დაინტერესებული ძალების მიერ შემოგდებული თემების ირგვლივ სჯა ბაასით ირთობთ თავს და ობიექტური რეალობა გავიწყდებათ. ობიექტური რეაობა, რომელიც დასასრულისკენ მიაქანებს ქვეყანას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 ვეფხვი დასაცლეთი და ნატო დღითი დღე უფრო კარგავს პოზიციებს და რუსეთი უფრო იმაგრებს თავის ინტერესებს თავის სამეზობლოში!ეგ ხო ვნახეთ ერთხელ უკვე ლპოპადი, მომაკვდავი კაპიტალიზმი და საბჭოთა კავშირის სვლა კომუნიზმის მწვერვალებისაკენ :bushti: დასასრული გვახსოვს როგორი იყო? ვახ რა ზემძლავრი წარმოდგენა გაქვთ ამ კრიზისში მყოფ დასავლეთზე!აქლემი ისე არ დაეცემა ვირის საპალნე რომ ვერ ასწიოს P.S. asds -ს არ ვეთანხმები. რუსეთი არ იმართება დასავლეთიდან, მაგრამ დამოკიდებული კი ნამდვილად არის მასზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 ვეფხვი ტოტალური ტყუილია - განხილვას არ ექვემდებარება!სრული სიმართლის ტუილად წარმოჩენა ერთი დღე შეიძლება გამოუვიდეს დაინტერესებულ ძალას, ორი დღე, სამი დღეც კი მაგრამ არ შეიძლება სამუდამოდ დაბოლდეს ან დააბოლონ საზოგადოება.. მოსკოვი არის ვაშინგტონის ძუკნა! ბოზი ანუ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gifპუტინი და მედვედევი დასავლეთის აგენტები... ვახ რა ზემძ ლავრი წარმოდგენა გაქვთ ამ კრიზისში მყოფ დასავლეთზე!ვეფხვო ცუდათ არ გამიგო, მაგრამ დასავლეთის ეკონომიკის შინაარსზე და რაობაზე საკმარისი ცოდნა გაქვს ასე ლაითად რომ ათახსირებ? რაღაც არა მგონია.. არადა შედეგები სულ საპირისპიროზე მეტყველებს... დასაცლეთი და ნატო დღითი დღე უფრო კარგავს პოზიციებს და რუსეთი უფრო იმაგრებს თავის ინტერესებს თავის სამეზობლოში!რუსეთის მიერ პოზიციების გამყარება დასავლეთის მიერ სანქციონირებული გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია და არაფერი სხვა. ვაშინგტონმა - დასავლეთმა რომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღოს 2 თვეში პურის რიგებს დააყენებს მოსკოვში.. ასეა ეს დამიჯერე .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 Saturn P.S. asds -ს არ ვეთანხმები. რუსეთი არ იმართება დასავლეთიდან, მაგრამ დამოკიდებული კი ნამდვილად არის მასზე.მოდი მაშინ სხვა სიტყვებით ვიტყვი, უფრო გასაგები რომ გახდეს .. რუსეთი იგივე დასავლეთის სამყაროა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ისე შეიწოვა რომ ცალკე რეალურად დამოუკიდებელ პოლუსად რუსეთის არსებობა ღვთიური ჩარევის საქმე უფროა ვიდრე რეალური შესაძლებლობა. მე იმას ვამბობ რომ ამ მრავალფერადი და მრავალსახოვანი დასავლეთის სამყაროს დომინირების ქვეშ თუ უწევს გინდა თუ არა საქართველოს ცხოვრება და ჯობია ევროკავშირთად დაახლოების გზით წავიდეეს ქვეყანა ვიდრე რუსეთის მონობას დაჯერდეს. რუსოფობი არ ვარ იცით თქვენ ეგ, მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელი რუსეთი ის სახელმწიფო არ არის, რომელიც საქართვეოსთან ადეკვატურ-პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს. დედას მოუდღნავს ს კანცამი ქვეყანას ეგ ნაჩათლახარი რუსეთი. ამაზეა რომ ვბაზრობ... თორე დასავლეთის დედაც მოვდღან, აღმოსავლეთისაც და მთელი პლანეტისაც კიდო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 asds მე იმას ვამბობ რომ ამ მრავალფერადი და მრავალსახოვანი დასავლეთის სამყაროს დომინირების ქვეშ თუ უწევს გინდა თუ არა საქართვეოს ცხოვრება და ჯობია ევროკავშირთად დაახლოების გზით წავიდეეს ქვეყანა ვიდრე რუსეთის მონობას დაჯერდეს. რუსოფობი არ ვარ იცით თქვენ ეგ, მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელი რუსეთი ის სახელმწიფო არ არის, რომელიც საქართვეოსთან ადეკვატურ-პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს. დედას მოუდღნავს ს კანცამი ქვეყანას ეგ ნაჩათლახარი რუსეთი.მაგას მეც ვამბობ კაცო განსხვავება იმაშია რომ მე ყოველთვის მაგას ვამბობდი და შენ ადრე ცოტა სხვა აზრზე იყავი რამდენადაც მახსოვს :bushti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.