planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/baindurashvili11-150x150.jpgფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს ხელვაჩაურში შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრის გახსნა. „ასეთი ტიპის სერვის-ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვანია თითოეული გადამხდელისთვის, რადგან მათ საშუალება აქვთ ყველანაირი მომსახურება მიიღონ ადგილზე. იმედი გვაქვს, ხელვაჩაურის რაიონში სამრეწველო აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება და გადამხდელებს აღნიშნული მომსახურების ცენტრი დიდ დახმარებას გაუწევს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რაიონში თანამედროვე სტანდარტების სერვის-ცენტრის მშენებლობა 6 თვეში დასრულდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 295 ათასი ლარით დაფინანსდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან სერვის-ცენტრის 15 კვალიფიციური კადრი მომსახურებას გაუწევს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების 4 ათასამდე რეგისტრირებულ გადამხდელს. აქამდე, საგადასახადო მომსახურებისთვის მათ ხშირ შემთხვევაში უწევდათ ბათუმში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაწევა. მომსახურების ცენტრი აღჭურვულია თანამედროვე ტექნიკით და გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისებით და მომსახურებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts