Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჭადრაკის სასახლეში “სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” პროტესტს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gulashvili1-150x150.jpgილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა და “სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” პროტესტს “ჭადრაკის სასახლეში” ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

 

 

შეკრებილ საზოგადოებას შორის იყვნენ, “ლეიბორისტული პარტიის წევრი, კახა ძაგანია, მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი და ‘კონსერვატიული პარტიის” ლიდერი, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ზვიად ძიძიგური.

 

 

პოლიტიკოსების თქმით ეს ხელისუფლების პროვოკაციაა, რომელიც ქართული ფასეულობების მოსპობას და ახალგაზრდების ცხოვრებაში სარწმუნოების როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.

 

 

ჭადრაკის სასახლეში ასევე საზოგადოებრივი დარბაზის წევრები და სამღვდელოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

 

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს, გიგი თევზაძეს მართმადიდებლური სარწმუნოების მტრობაში დასდეს ბრალი და ღირსებისა და პატივის შელახვის ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვეს.

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...