Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/papi-44-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვატიკანში რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერირორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

 

 

ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბენედიქტ XVI-მ კათოლიკურ სამყაროში საქართველოს დამსახურება აღნიშნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ისტორიაში კათოლიკური მოსახლეობის როლი გამოყო.

 

 

“დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში და დღესვე პირადი აუდიენცია შედგა სააკაშვილსა და რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს შორის. შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობებს შეეხეო, ასევე მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ იმსჯელეს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა ბენედიქტ XVI-ს უწმინდეისა და უნეტარესის მოკითხვა გადასცა და საქარტველოსთვის რტულ პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

 

 

სააკაშვილი ვიზიტის დასრულების შემდეგ კოსტარიკაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ლაურა ჩინჩოლა მირანდას ინაუგურაციას დაესწრება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი თქმით, ბენედიქტ XVI-მ კათოლიკურ სამყაროში საქართველოს დამსახურება აღნიშნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ისტორიაში კათოლიკური მოსახლეობის როლი გამოყო.

მართლმადიდებელს ებრძვის მიშკო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...