Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" არჩევნების მოგებას გეგმავს


Recommended Posts

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S-QJ0xnWK4I/AAAAAAAADow/F3yBuDXnjS8/s200/axali%20164.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც საზოგადოებას მოეხსენება 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნა.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ დღეისთვის ყველაზე მეტი აქტიურობით იბრძვის არჩევნებში გასამარჯვებლად. ალბათ ამომრჩევლისთის საინტერესოა თუ რა მიზნები ამოძრავებს პარტიას და რა პროგრამით ცდილობს ნდობის მოპოვებას. გვესაუბრებიან, „სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები:

ლოთი ქობალია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანია უზრუ სახელმწიფოს სწორი, ოპტიმალური მოწყობა და მართვა; უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა; უზრუნველვყოთ ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დონეზე, ბოლო მოვუღოთ უსამართლობას. ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის შემდგომ აღმავლობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ სურთ. მთავარია დაიცვან ხმის უფლება და სააკაშვილის მხდალ რეჟიმს არ მისცენ გაყალბების საშუალება“.

ლუიზა თევზაძე, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „გამარჯვების შემთხვევაში, ვიზრუნებთ ხალხზე, იმ გაჭირვებულ მოსახლეობაზე, რომლებიც უკვე არაერთხელ მოატყუა ხელისუფლებამ. დავასაქმებთ და ხელს შევუწყობტ გლეხებს.

მე როგორც პედაგოგს გული მტკივა განათლების სისტემის გაუმართაობაზე, ბევრი სასიკეთო გეგმა გვაქვს... ვიცი, ხალხი გვერდით დაგვიდგება“.(ბანერის გადიდება)http://2.bp.blogspot.com/_7B_q5sZg81k/S-QJI59sN-I/AAAAAAAAAlY/5on8VGpiTkI/s400/aaaa.jpgკლარა ჭანტურია, ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი: „ჩემი სისხლხორცეული საქმე პედაგოგობაა, რომელსაც 32 წელია ვემსახურები. ბოლო 12 წელი მე-15 საშუალო სკოლის დირექტორი ვიყავი, სანამ ლოტოტრონი ურჩ დირექტორს არ დამსჯიდა. ჩემი უპირველესი მიზანი სკოლისა და საზოგადოების ერთმანეთთან მყარად დაკავშირებაა, რაც ხელს შეუწყობს დაუსაქმებელი ახალგაზრდობის საზოგადოებისკენ მობრუნებას. საშინელი ქაოსი და უპასუხისმგებლობაა სკოლებში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლას მხოლოდ ისინი ახერხებენ ვისაც მდიდარი მშობლები ჰყავთ. ქალაქებში სოკოებივით მომრავლდა სათამაშო კლუბები, სადაც ახალგაზრდები დიდ თანხებს აგებენ. გამარჯვების შემთხვევაში გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სკოლამ, ოჯახმა და საზოგადოებამ ერთმანეთს მყარად ჩავჭიდოთ ხელი, შემოვაბრუნოთ ახალგაზრდობა და ვიხსნათ ჩვენი გენოფონდი დაღუპვისაგან...“

ვაჟა გურიელი, წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის ვიზიტმა რუსეთში ბევრი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სამაჩაბლო და ოსეთი უკვე დაკარგულია და ამ ქვეყანასთან კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა სიტუაცია კარგისკენ შემოაბრუნოს. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა საქართელოს მოსახლეობის 80% რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა, მაგრამ ამას შიშის გამო ვერ ამბობენ. საჭირო და აუცილებელია, რომ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორებას“.

ნუგზარ ძერია, არჩევნებში პროპორციული სიით მონაწილე: „არჩევნებში თუ უმრავლესობით მოვედით, რაიონში ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის პრობლემები, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. რაც მთავარია ხალხის მხარდაჭერა გვაქვს და ვმუშაობთ გაორმაგებულ რეჟიმში“.

დავით ქუხილავა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაბა ჯვარში: "ჯვარში ამ დროისათვის იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ ვერ ჩამოგითვლით. ჩვენ შევეცდებით ხალხს ისედაც მძიმე ყოფა შევუმსუბუქოთ და პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ“.ჯემალ ზარქუა, მოძრაობის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისათვის. გვჯერა, რომ არჩევნებში სამართლიანი გზით მოვალთ. ჩვენთან ერთად არიან ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომში. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს გვერდით დგას ის ხალხი, რომელიც ამ ხელისუფლების მხრიდან დავიწყებული და მოტყუებული იქნა“.

ზურაბ ჯანაშია, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: "გამარჯვების შემთხვევაში ხალხს ვპირდები: სამართლიანობის აღდგენას; უმუშევრობის პრობლემების მოგვარებას; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ხელშეწყობას. დიდი ხანია საზოგადოება ცრუ იმედებით არსებობს, ამიტომ საჭიროა მოვიდეს ის ხელისუფალი, რომელიც ნამდვილად საქმეს გააკეთებს. ჩვენი მოძაობა იმისათვის შეიქმნა, რომ არსბული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა შეცვალოს სასიკეთოდ“.

ბონდო წოწორია, მარტვილის რაიონული ორგანიზაცია: „მარტვილის რაიონში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს დაბრკოლებებით. ხშირია მოსახლეობის დაშინების ფაქტები, მაგრამ მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. რაც შეეხება აქ არსებულ პრობლემას, როგორც ყველგან, აქაც უმუშევრობა და სიღარიბეა“.

ელდერ ქაქუჩარია, აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ხალხს უკვე პოლიტიკოსების იმედი არააქვთ. იმდენჯერ დარჩნენ იმედგაცრუებულნი, რომ მათი კვლავ დაიმედება ძნელია. საარჩევნოდ ვმუშაობთ აქტიურად და ჩვენი წინასწარი ვარაუდით გავიმარჟვებთ“.

ირინა ფილიპია, ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და გასამარჯვებლად. გვაქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უპირველესად მოვაგვარებთ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის პრობლემას. რაც მთავარია – რაიონში და საერთოდ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სიტყვის თავისუფლება _ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ უფლების დასაცავად“.

გია კორშია, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ჩვენი უმთავრესი მიზანია დავასაქმოთ ხალხი. ძალიან ბევრია გაჭირვებული ადამიანი, რომელთაც სჭირდებათ ელემენტარული დახმარება. მოსახლეობის უმეტესობას დღეს ეკონომიურად უჭირს. როდესაც იქნება მათი დასაქმების პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, ქალაქი ქალაქს დაემსგავსება _ არა გაფერადებულ-შელამაზებულს და ცარიელს, არამედ სავსეს და მხიარულს“.

[მოამზადა დაჩი კვიკვინიამ]

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

 

 

გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2907431438646605030-6422565571139273229?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...