planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/zviad_ziziguri-150x150.jpgთბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გუშინ მის მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შელაპარაკებისას გასროლის ფაქტი აღიარა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მერობის კანდიდატმა განაცხადა, გუშინ გამართული აქციების გამო შს სამინისტროს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს. ძიძიგურის განცხადებით, ის სახლიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და მისი მეზობლებს შორის ატეხილი ხმაურის შედეგად გამოვიდა სახლიდან, რა დროსაც მისი თქმით მას შეიარაღებული ბიჭები დასხნენ თავს. “50 “ნაცმოძრაობის” შეიარაღებული, აქტივისტი, ძველი ბიჭები დამესხნენ თავს. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით ეს იყო დაგაგმილი პროვოკაცია, რის გამოც მან ხელისუფლებას მისი ოჯახისთვის თავის დანებება მოთხოვა. “დაანებეთ თავი ასეთ პროვოკაციებს. უფლება არავის აქვს, ოჯახში შემომივარდეს. მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რამდენჯერმე იყო სახლში შემოჭრის მცდელობა მთვრალი “ნაციონალების” მხრიდან, ასევე გარედან მიგინებდნენ ოჯახს”, – განაცხადამერობის კანდიდატმა. ძიძიგურის განცხადებით, მას იარაღის ტარების უფლება აქვს და თავდაცვის შემთხვევაში მას გამოიყენებს კიდეც. “ვიცი, რა მდგომარეობაშიც ვარ და იარაღი თან დამაქვს. გუშინ, ინციდენტის დროსაც იარაღი თან მქონდა. არ ვყოფილვარ ნასვამ მდგომარეობაში. გუშინ მთელი დღე პოლიტიკურ საქმიანობაში ვიყავი ჩართული და გიორგობის აღნიშვნაც ვერ მოვასწარი”, – განაცხადა ზვიად ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს მასთან შუაღამით გაუფრთხილებლად მისვლისგან თავის შეკავება თხოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ძიძიგურის თქმით ის ჯერ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts