Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 109 დევნილი ოჯახი საკუთრებას მიიღებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/subeliani2-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

 

 

დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება.

 

 

“პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ეს ფართები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ. დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში გრძელდება. დღემდე საკუთრება 16 000-მდე ოჯახს გადავეცით. პროცესი მუდმივია. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამას ქაღალდზე 1 ბეჭედის დარტყმა სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის”, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

 

 

ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პედაგოგიური უნივერსიტეტის სამ კორპუსში და მიონის ყოფილ საბავშვო ბაღში აფხაზეთიდან დევნილი 109 ოჯახი ცხოვრობს.

 

 

აღნიშნულ ობიექტებში შეიცვალა შიდა კომუნიკაცია, დამონტაჟდა ელექტროენეტგიის ინდივიდუალური მრიცხველები და იწყება ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა. დევნილები აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან, თუნცა, სანამ ფართები მათი საკუთრება არ იქნება, ვერ დაწყნარდებიან.

 

 

“მინისტრი ჩვენს უბანში არაერთხელ ყოფილა. ხშირად გვკითხულობს. არადა, 17 წელი არავის გავხსენებივართ. გაგვიკეთეს სახურავი, გამრიცხველიანება და რაც შეუძლიათ, ყველაფრით გვეხმარებიან. ერთადერთი, რასაც ამჯერად ველოდებით, არის ამ ბინების დაკანონება. მინისტრს ვთხოვთ, სადაც ვცხოვრობთ ის ფართები საკუთრებაში გადმოგვცეს. დანარჩენზე კმაყოფიოები ვართ. სამინისტროში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ მინისტრი თავად მობრძანდა. ჩვენ მისი სიტყვის გვჯერა”, – განაცხადა აფხაზეტიდან დევნილმა ნანა სურამელმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...