planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Wissol-Car-150x150.jpg“ვისოლი” მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებს საწვავზე ფასდაკლებას სთავაზობს. ახალი სისტემა ორგანიზაცია “დაცული მოძრაობისა” და კომპანია ‘ვისოლის” ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. იმისთვის, რომ მძღოლებმა ფასდაკლების ახალი სისტემით ისარგებლონ, 25 მაისამდე ასოციაცია “დაცული მოძრაობაში” რეგისტრაცია უნდა გაიარონ. “კომპანია ვისოლმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, გაითვალისწინა რა მძღოლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სპეციალურად მძღოლებისათვის შეიქმნა საწვავზე ფასდაკლების ახალი სისტემა. თითოეულ მათგანს საშუალება ექნება ყოველთვიურად 150-200 ლარი დაზოგოს და ეს თანხა ოჯახის კეთილდღეობას მოახმაროს”, – განაცხადა ასოციაცია “დაცული მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა. ვისოლის გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მკვეთრ მატების გათვალიწინებით, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი შეღავათია მძღოლებისთვის. ახალი სისტემით სარგებლობა მძღოლებს თბილისში 25 მაისიდან, რეგიონებში კი 15 ივნისიდან შეეძლებათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts