planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5112-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ფალსიფიკატორი დააკავა ფინესტ სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია შპს „ჩემპიონი I“-ის დირექტორი ნუგზარ კანდელაკი, რომელიც თავისსავე კუთვნილ საამქროში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე აწარმოებდა მოთუშული ხორცის კონსერვს და მის რეალიზაციას სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე ახდენდა. ექსპერტიზის მონაცემებით, შპს „ჩემპიონი I“-ის მიერ წარმოებულ მოთუშეული ხორცის კონსერვებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს და საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts