Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გიორგი მაკასარაშვილი პრობაციის ბიუროების გახსნას დადებითად აფასებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/mmm-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის გიორგი მაკასარაშვილის განცხადებით, პრობაციის ახალი ბიუროებისა და ოფისების ამოქმედების შედეგად, პრობაციონერებს გაუმარტივდათ მომსახურების პირობები და პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება მიეცათ.

 

 

ამის შესახებ, მაკასარაშვილმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მაკასარაშვილმა ყურადღება საქართველოს მასშტაბით პრობაციის ბიუროების და ოფისების გახსნაზე გაამახვილა.

 

 

“პრობაციის ახალი ბიუროებისა და ოფისების ამოქმედების შედეგად, გარდა იმისა, რომ პრობაციონერებს გაუმარტივდათ მომსახურების პირობები, პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება მიეცათ, რაც თითოეული პრობაციონერის პირობითი მსჯავრის პერიოდს უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად წარმართავს”,- განაცხადა მაკასარაშვილმა.

 

 

მისი თქმით, პრობაციის კუთხით, სამინისტრო უმნიშვნელოვანეს საკითხებად მიიჩნევს პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოებას და პრობაციონერთა დასაქმების ხელშეწყობას, რაც კანონის დარღვევის პრევენციას ემსახურება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...