Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა


Recommended Posts

ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანი ამომრჩევლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. ძველი თბილისის ისტორიული უბნები ინგრევა. მოსახლეობა საცხოვრებელი პირობების გარდა, სოციალურ გაჭირვებასაც განიცდის.

ასათიანის 6 ნომერში მდებარე სახლს სახურავი დიდი ხანია გამოსაცვლელი აქვს. დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.

 

 

 

 

 

ასკანის პირველ ჩიხში მდებარე ორსართულიან სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. სახლს საძირკვლი გამოცლილი აქვს და მთლიანად გადახრილია. დახეთქილი კედლებიდან ქუჩა ფანჯრის გარეშეც მოჩანს. მოუწესრიგებელია გზები და მანქანების მოძრაობა სახლის ჩამონგრევის საფრთხეს რეალურს ხდის.

 

 

 

აღნიშნული სახლი ე. წ. „ატსტუპნიკებმა“ 1972 წელს იყიდეს, თუმცა მის დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი მცხოვრების ეთერ გეორგიევის განცხადებით, მათი პრობლემების შესახებ არა თუ მერის, არამედ პრეზიდენტისთვისაც ცნობილია. საქმის კურსშია რაიონის ყველა გამგებელი, ვინც კი ამ დრომდე ამ თანამდებობას იკავებდა.

 

მე-2 ჯგუფის ინვალიდს ეთერ გეორგიევს უკვე აღარავის და არაფრის იმედი აღარ აქვს.

 

 

 

ბეთლემის აღმართის #4-ში მდებარე ოთხსართულიანი ე. წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის სახლი დაზიანების მე-2 კატეგორიას მიეკუთვნება. სპეციალისტების დასკვნით, შენობა გამაგრებას ნაწილობრივ ექვემდებარება, თუმცა ამ სახლის მცხოვრებლებს ეჭვი ეპარებათ და ინვესტორის იმედი აქვთ. შეთავაზებაც ჰქონდათ, მაგრამ გადასვლის წინააღმდეგი ორი მეზობელი აღმოჩნდა.

 

ამ სახლის მე-2 სართულზე მცხოვრებ ალექსანდრე ოვოიანს და მის მეუღლეს კედლებდახეთქილ ოთახებში, სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ყოფნა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...