Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართული ღვინის III ეროვნული კონკურში გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოვებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gvino1-150x150.jpgღვინის ისტორიის ფონდის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარებულ ქართული ღვინის III ეროვნული კონკურს “საქართველო ღვინის სამშობლო” გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოვებენ.

 

 

როგორც “ექსპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს კონკურსში მონაწილეობას 34 ღვინის კომპანია იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

 

 

მათივე ინფორმაციით, მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება მოხდება “ბრმა მეთოდით” ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ღვინის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან (ტომ კანავანი-ჟიურის თავმჯდომარე, დოქტორი ქეროლაინ გილბი, მარგარეტ რანდი), ჰოლანდიიდან, (პოლ ოფ ტენბერგი), ფინეთიდან (ტიმო იოკინენი), შვედეთიდან (კატარინა ალვინი), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (ლორან ჟინარი) და საქართველოდან (ანა გოდაბრელიძე).

 

 

გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან ოქროს და ვერცხლის მედლებით. ოქროს მედლის მფლობელებს გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი პრიზი.

 

 

კონკურსის ”საქართველო ღვინის სამშობლო” სპონსორები არიან:

ოქროს სპონსორი – პსპ; ვერცხლის სპონსორი – ჯეოსელი;

სპონსორები: შპს ლუკოილი; გუდვილი; სს ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი; ავერსი; სს ბორჯომი; სს თიბისი ბანკი; ჭილჰელმსენ შჰიპ შერვიცე

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...