Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის ჯარები სამშვიდობოების დასახმარებლად არიან


Recommended Posts

რუსეთის ჯარები სამშვიდობოების დასახმარებლად არიან

 

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის არმიის ქვედანაყოფების მოქმედებები სამშვიდობო ძალების დასახმარებლად არის მიმართული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა.

 

არსებული ინფორმაციით, ქართული ჯარები 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში მსხვილკალიბრიანი იარაღებიდან ინტენსიურ სროლებს ახორციელებდნენ.

 

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2000 ადამიანის დანაკარგზე საუბრობს. ამ დროისთვის, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია 34 ათასმა მცხოვრებმა დატოვა. დევნილი მოსახლეობა თავს ვლაიდიკავკაზს და რუსეთის რეგიონებს აფარებს.

 

რუსი სამშვიდობოების რიგებში 13 დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილია. სამშვიდობოების დასახმარებლად კონფლიქტის ზონაში 58-ე არმიის ქვედანაყოფები შევიდნენ.

 

რეგიონში არსებული სიტუაციის შეფასებისას ჩურკინი აცხადებს, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ხალხისთვის, როგორც ოსებია, 200 ადამიანის მკვლელობაც კი გენოციდს ნიშნავს, არა თუ ორი ათასის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...