Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დავით ბაქრაძე შვედეთის მეფესა და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqraze22-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შვედეთის მეფეს, კარლ გუსტავ XVI-ს და შვედეთის პარლამენტის თავჯდომარეს პერ ვესტერბერგს შეხვდა.

 

 

დავით ბაქრაძის ნახევარსაათიანი აუდიენციის დროს შვედეთის მონარქი საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციით დაინტერესდა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ესაუბრა.

 

 

მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისი ნაწილობრივ დაძლეულია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელმა მოიმატა.

 

 

დავით ბაქრაძემ და პერ ვესტერბერგმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა, რომ შვედეთი კვლავ აგრძელებს საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

დავით ბაქრაძემ და რიკსდაგის სპიკერმა ვრცლად მიმოიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამ მიზნით ღონისძიებები დაგეგმეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...