planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/polpl3-150x150.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბათუმში ტურისტულ გამოფენა ” Batumi Expo2010″-ს გახსნის. სამინისტროს ინფორმაციით, გახსნაში პოლოლიკაშვილი მონაწილეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად მიიღებს. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემები საერთაშორისო, საკრუიზო, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმია. გამოფენის მსვლელობისას დაგეგმილია კონფერენცია შავი ზღვის ირგვლივ საკრუიზო მარშრუტების აღდგენისა და რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შექმნის შესახებ. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ორგანიზაციების დაჯილდოვება და ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები. მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბათუმში 9 მაისამდე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts