planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/elisashvili.jpgჟურნალისტთა ეთიკის საბჭომ, 6 მაისს გამართულ სხდომაზე, 7 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა პროფესიული სტანდარტი დაარღვია 9 მარტს, ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „ბარიერის” წაყვანის დროს. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის მეშვიდე პრინციპი. რომელშიც ნათქვამია, რომ- “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით “. საბჭოს სხდომას, როგორც ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი ასევე საჩივრის ავტორი ესწრებოდნენ. ორივე მათგანმა საბჭოს წევრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. გადაწყვეტილებას საბჭო 2 კვირაში, სამოტივაციო წერილში ახსნის. შეგახსენებთ, ელისაშვილის საკითხის განხილვის საფუძველი გახდა ფონდ “ინკლუზივის” პრეზიდენტის პაატა საბელაშვილის საჩივარი, რომლის თანახმად, 9 მარტს გასულ გადაცემაში სტუდიაში მიწვეულმა ერთ-ერთმა სტუმარმა, მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, ელისაშვილმა კი, უმცირესობების უფლებების დასაცავად, არფერი მოიმოქმედა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts