planetanews Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/nika2-150x150.jpgპოლიტიკურმა გაერთიანება “სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” ქარტიას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მათ თბილისელებს კეთილსინდისიერი და პატიოსანი სამსახური შეჰფიცეს. ივანიშვლის განცხადებით სიმბოლურის რომ მათ თბილისელებისათვის ფიცი, მეტეხის ტაძრის ეზოში, თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლთან დადეს. “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა ხალხის გაუსაძლის ყოფაზე ისაუბრა, თუმცა მისი თქმით, ქვეყნისათვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ივანიშვილმა მეწარმეთა ხელშეწყობასა და უმუშევართა დასაქმებაზეც ისაუბრა. “ჩვენ შევქმნით მეწარმეობის მხარდამჭერ მუნიციპალურ ფონდს და ვიბრძოლებთ ბიზნესის გადასახადის შემცირებისათვის”_ განაცხადა ივანიშვილმა. მერობის კანდიდატი მოსახლეობას ასევე ნავთობპროდუქტებზე, მედიკამენტებსა და მობილური საუბრების წუთობრივ საუბრებზე ფასების შემცირებას დაჰპირდა. ივანიშვილის თქმით საკრებულოს შემდეგ, როცა უკვე მისი გუნდი პარლამენტში მოვა დაიწყებს ბრძოლას პენსიონერთა უფლებებისათვის, რათა პენსია საარსებო მინიმუმის ზღვარს არასოდეს ჩამოცდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts