Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თეატრში ათონელზე სპექტაკლ “აგვისტოს სიგიჟე” პრემიერა გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/teatri2-150x150.jpgთეატრში ათონელზე დღეს სპექტაკლ “აგვისტოს სიგიჟე” პრემიერა გაიმართება.

 

 

პიესა “აგვისტოს სიგიჟე” წარმოადგენს ტრაგი-კომედიას, რომელშიც მოთხრობილია სამი ამბავი ომსა და სიყვარულზე და ეხმაურება როგორც ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და აგვისტოს ომს, ასევე _ ქართველი ემიგრანტების ყოფას რუსეთის ტერიტორიაზე.

 

 

პიესა დაიდგა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

პირველ ნოველაში გადმოცემულია ქართველი, ახალგაზრდა ემიგრანტი მამაკაცის ტრაგი-კომიკური ყოფა რუსეთში, რომელიც უსაბუთოდ ცხოვრობს მოსკოვში და ექსცენტრიკულ, სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას ლამის სიგიჟემდე მიჰყავს. ამგვარმა შეჭირვებულმა ყოფამ იგი თითქმის მაწანწალად აქცია. ბაზარზე ყაბაყებით მოვაჭრე, აფხაზეთიდან ლტოლვილი ქალის საშუალებით ყალბი დოკუმენტის ყიდვასაც კი ცდილობს, მაგრამ, ბედის ირონიით, ვერც საბუთის აღებას ახერხებს და ვერც საქართველოში დაბრუნებას.

 

 

მეორე ნოველაში აგვისტოს ომგამოვლილი ქართველი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. იგი ევროპის საერთაშორისო აეროპორტში ცივსისხლიან უცხოელ მებაჟე ქალს (რომელიც მას საზღვარზე სასაჩუქრე ხანჯალს აღმოუჩენს და მის ჩამორთმევას დააპირებს), დამტვრეული ინგლისურით უხსნის, თუ რომელი ქვეყნიდანაა და რა საშინელი ომი გამოიარა. ბიჭი აგვისტოს ქართულ-რუსულ ომზე ისე ემოციურად დაიწყებს თხრობას, რომ მებაჟე ქალს წარმოსახვით ბრძოლაში `ჩაითრევს~, სადაც მტრის თვითმფრინავები დაფრინავენ და ადამიანები იხოცებიან. უემოციო მებაჟე ქალი როლში მალევე `შეიჭრება~ და, ბიჭთან ერთად, რომელიც ომის ფრაგმენტებს იხსენებს, აეროპორტში დარბის და რუსულ ბომბებს ემალება. ამ გათამაშებული საომარი ეპიზოდის შემდეგ, ქართველი ჯარისკაცი გონს მოეგება, დასევდიანდება და უკან, საქართველოში დაბრუნებას მაშინვე, საზღვარზევე გადაწყვეტს. ბიჭი ხვდება, რომ არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანაში და ისევ თავის ქვეყანაში, ისევ სახლში დაბრუნება უნდა.

 

 

მესამე ნოველაში საოცარი ოჯახური სცენები მაღალსართულიანი სახლის სახურავზე თამაშდება, სადაც, საქართველო-რუსეთის ომის შედეგად, ხელ-ფეხდაკარგული, დეპრესირებული მამაკაცი თავის მოკვლას ცდილობს. მალე მას მაშველად მეხანძრე და ოჯახის სხვა წევრებიც გამოეცხადებიან. მამაკაცის გადასარჩენად მოსული `მაშველები~ სახურავზე დახოხავენ, თავიანთ აბსურდულ ისტორიებს ყვებიან და მამაკაცს არწმუნებენ, რომ სასიკვდილო თავად არიან. მამაკაცი ხვდება, რომ ღირს ცხოვრების გაგრძელება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ამდენ ადამიანს უყვარს და სჭირდება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...