McLaren Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 დავით უსუფაშვილმა, დავით გამყრელიძემ და სოზარ სუბარმა რუსთავში შეხვედრები გამართეს12 / 05, 2010 14:18 “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა, დავით გამყრელიძემ და სოზარ სუბარმა რუსთავში ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართეს. მათ ამომრჩეველს “ალიანსის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები გააცნეს. მათ რუსთაველებს “ალიანსის” წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისაკენ მოუწოდეს. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულეს, მათ შორის, დაპირება დასაქმების თაობაზე; პირიქით, რუსთავში საწარმოები დღეისთვის გაჩერებულია; მოქმედ საწარმოებში კი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ნაცვლად, უცხოეთიდან ჩამოყვანილი პირები მუშაობენ. დავით გამყრელიძის თქმით, რუსთავი ყოველთვის მშრომელი, მაგრამ დღეისათვის ყველაზე გაჭირვებული ქალაქია, ამიტომ დასაქმება ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.“უამრავი ადამიანი რუსთავიდან სამსახურის საძებნად არი გახიზნული. საუკეთესო შემთხვევაში – თბილისში, უარეს შემთხვევაში კი, საზღვარგარეთ. ჩვენ გვინდა, ცვლილება დაიწყოს, პრიორიტეტი გახდეს ადამიანი, მათი ინტერესები და არა - თავს მოხვეული პრიორიტეტები; არის ასეთი განწყობაც, რომ რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას, მანიც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხელისუფლებას სურსო. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ თვითოეული ჩვენგანის ბედი და ხვალინდელი მომავალი იქნება დამოკიდებული ჩვენზე”,- განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში დავით გამყრელიძემ. დღესვე “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები ამომრჩევლებს გარდაბნის რაიონში შეხვდებიან.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 დავით უსუფაშვილმა, დავით გამყრელიძემ და სოზარ სუბარმა რუსთავში შეხვედრები გამართესრუსთავში საზოგადო ტრანსპორტით ჩავიდნენ..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ამათი ვერ გავიგე, აკი სუბარი წავიდაო ალიანსიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ჩვენ გვინდა, ცვლილება დაიწყოს, პრიორიტეტი გახდეს ადამიანი, მათი ინტერესები და არა - თავს მოხვეული პრიორიტეტებიესაა წინასაარჩევნო პროგრამა რუსთაველებისთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.