planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/demokratiuli-mozraoba-150x150.jpgსააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს „სისხლიანი გიორგობა“ მოუწყო, ტყვიები ესროლა და თვალები დათხარა მათ, ვინც ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას აპროტესტებდა. ასე შეაფასა დღევანდელი მოვლენები “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარმა საბჭომ. “დღეს ხელისუფლებამ იზეიმა საკუთარი ხალხის დამცირების, მათზე უკანონო და უმოწყალო ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ერთი წლისთავი და ამით კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას.აღლუმის არსი სწორედ იმაშია, აჩვენოს საზოგადოებას, რომ პოლიცია და არმია ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული. დღეს კი, ხელისუფლებამ პირობითი ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დააყენა საკუთარი ხალხი და აღლუმი მხოლოდ თავისთვის მოიწყო, პოლიცია მხოლოდ სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინაშე ანგარიშვალდებულად აქცია”, – აღნიშნულია “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს განცხადებაში. დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭო მიიჩნევს, რომ დღევანდელი აღლუმით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის პოლიცია, ისევე როგორც ჯარი არა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს. “ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უნდა დაინახოს და სათანადოდ შეაფასოს, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოსთვის დასავლეთის მხრიდან გამოყოფილ დახმარებას არა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ფასეულობების დასამკვიდრებლად, არამედ საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის გასაძლიერებლად იყენებს”, – წერია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts