planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0847-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკების შედეგად დაზარალებული “ხალხის პარტიის” აქტივისტი კახა ბეროშვილი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” “ხალხის პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა. დაზარალებული თავდაპირველად თბილისის 5 საავადმყოფოში იქნა მიყვანილი, თუმცა მოგვიანებით ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “კახას კისრის მალების დაზიანება ჰქონდა, მას რამდენჯერმე მოხვდა კისერში ხელკეტი. რამდენიმე წუთის წინ გაწერეს საავადმყოფოდან თუმცა ტვინის შერყევის გამო მას წოლითი რეჟიმი დაენიშნა”_ განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ. ოპოზიციის აქცია 17:00 საათზე, სააკაძის მოედანზე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts