Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - იტალიის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიისათვის Premio Roma დღეს კონკურსი გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/premiomroma.bmpკულტურის სამინისტროში დღეს იტალიის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიისათვის კონკურსი Premio Roma გაიმართება.

 

 

კონკურსის გამარჯვებული იტალიის მთავრობის სტიპენდიას მიიღებს და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამთვიან კურსებზე იტალიაში გაემგზავრება.

აღნიშნული კონკურსი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი.

 

 

2010 წელს, იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, რომში ერთი საოპერო მომღერალი გაემგზავრება.

 

 

წლევანდელ კონკურსში ოთხი ახალგაზრდა მომღერალი იღებს მონაწილეობას, კონსერვატორიის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდეტები: მეგი ჩიხრაძე, თამარ ნოზაძე, მარიამ ნაჭყებია და არჩილ გოგიტიძე.

 

 

კონკურსის ჟიურის წევრები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები: მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, და დირიჟორი – რევაზ ტაკიძე არიან.

 

 

კონკურსს ასევე დაესწრება საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, როზალია კორადო და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

სტიპენდია Pრემიო ღომა ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში, როგორც დიდი ტრადიციების მქონე საოპერო მუსიკის სამშობლოში, სასწავლო კურსი გაიარონ, დახელოვდნენ უმაღლესი რანგის პროფესორებთან, დახვეწონ თავიანთი საშემსრულებლო ხელოვნება და იტალიური ენის ცოდნა აიმაღლონ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...