planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/NDIlogo_2C2-150x150.jpgეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტმა (NDI) თვითმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩატარებული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა ასახავს, რომ მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. გამოკითხულთა 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკოსები საკმარისად არ საუბრობენ. გამოკითხულთა 70 პროცენტი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა და კანდიდატებმა განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების თემას უნდა დაუთმონ. კვლევა ასევე, აფასებს მოსახლეობის დამოკიდებულებას საარჩევნო პროცესების მიმართ, პოლიტიკოსების მოსახლეობასთან ურთიერთობას, საგარეო პოლიტიკის საკითხებს, კერძოდ რუსეთთან და NAთO-სთან ურთიერთობას და მედია საქმიანობას. კერძოდ, მოსახლეობის 62 პროცენტი მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს. გამოკითხულთა 36% აფიქსირებს, რომ ნატოში ქვეყნის გაერთიანებას ~ძირითადად უჭერს მხარს~, ხოლო 26% ~სრულად უჭერს მხარს~. გამოკითხულთა 10%-სთვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მნიშვნელობა არა აქვს. პასუხებს – ~ძირითადად არ ვუჭერს მხარს~ და ~საერთოდ არ ვუჭერ მხარს~, გამოკითხულთა 7% და 9% დადებითად პასუხობს. გამოკითხულთა უმრავლესობა – 56%-ით კი აცხადებს, რომ არ იცის, თუ როდის გახდება საქართველოს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ინტერვიუერთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი 2013 წლის შემდეგ გახდება, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას 2012-2013 წლებს შორის გამოკითხულთა 12% ელოდება, 2% ფიქრობს რომ ეს მომავალი წლისათვის მოხდება, ხოლოდ 11%-ის აზრით, საქართველო ნატოს წევრი არასდროს არ გახდება. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას რუსეთისადმი, კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს უჭერს მხარს. დასმულ კითხვაზე ~რამდენად მისაღებია თქვენთვის საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში~, მხოლოდ 7%-ი აცხადებს, რომ ~აბსოლუტურად მისაღებია. გამოკითხულთა 25%-თვის ~ნაწილობრივ მისაღებია~, 28%-თვის ~ნაწილობრივ მიუღებელი~. საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ~აბსოლუტურად მიუღებელია~ 24%-სთვის, ~არ იცის~ რესპოდენტთა 13%-მა, ხოლო დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 3%-მა. გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იყო ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტი და პრემიერ პუტინთან მისი შეხვედრა, 62%-სათვის კი ნოღაიდელის ეს ქმედება მიუღებელი აღმოჩნდა. ნინო ბურჯანაძის ანალოგიურ მოსკოვურ ვოიაჟს მხარი მხოლოდ გამოკითხულთა 12%-მა დაუჭირა და 59%-მა დააფიქირა, რომ ბურჯანაძის ეს ვიზიტი მისთვის მიუღებელი იყო. NDI-მ მოსახლეობის აზრი მიუნჰენში, ირაკლი ალასანიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრი ფაქტთან დაკავშირებითაც გამოიკვლია. კვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ ალასანია-ლავროვის შეხვედრა მისაღებია 22%-სათვის, მიუღებელია 28%-სათვის, ხოლო არ იცის გამოკითხულთა 34%-მა. როგორც კვლევების წარდგენისას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ს დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევების მიხედვით, არჩევნების წინ პოლიტიკური გარემო ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, რადგან გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ,,სწორი’’ ან ,,ძირითად სწორი’’ მიმართულებით ვითარდება. ნავაროს ინფორმაციით, კვლევებით, მოსახლეობა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ,,სპეციალური რეპორტაჟთან’’ დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ოკუპაციის ინსცენირებას შეეხებოდა მოელის, რომ ტელეკომპანია პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 11-26 აპრილს ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2, 378 პირისპირ ინტერვიუს წამომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ეს ძალიან დიდი კვლევაა. ოღონდ გუშინ პოლიტიკური ნაწილი ანუ რაც პარტიებს და მერობის კანდიდატების რეიტინგებს ეხებათ, არ წარმოუდგენიათ. მაგას ალბათ ორშაბათს პარტიებს მისცემენ. ეგ მაინტერესებს ძალიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 ძუკუ ოღონდ გუშინ პოლიტიკური ნაწილი ანუ რაც პარტიებს და მერობის კანდიდატების რეიტინგებს ეხებათ, არ წარმოუდგენიათ. მაგას ალბათ ორშაბათს პარტიებს მისცემენ. ეგ მაინტერესებს ძალიან.ანუ ნაციონალებს ისევ დაუტოვეს სპეკულაციის შანსი. ყველას თავისას მისცემენ, ნაციონალებს ყველასი და ერორს როგორც უნდა ისე შეკერავენ და ისე გამოგვიცხადებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 გამოკითხულთა 70 პროცენტი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა და კანდიდატებმა განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების თემას უნდა დაუთმონ.ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ აქვთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების უზრუნველყოფის საშუალება ( არ მუშაობ, არ გაქ სახსრები, რომ ოჯახი არჩინო)ძალიან ნიშანდობლივია - "მშიერი" ადამიანი კი სხვაზე ვერაფერზე ვერ ფიქრობს, გარდა თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისააი ეს არის დასკვნადანარჩენი ყველაფერი აქედან გამომდინარეობს აბრაჰამ მასლოუს "მოთხოვნილებათა იერარქიას" ჩახედეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 [b]McLaren[/b] [quote name='lasalexx' post='258216' date='7th May 2010 - 12:21 PM']ყველას თავისას მისცემენ, ნაციონალებს ყველასი და ერორს როგორც უნდა ისე შეკერავენ და ისე გამოგვიცხადებენ[/quote] რა ვიცი, ჯერ იძახდნენ რომ საჯარო იქნებაო. ეხლა კი ალბათ ისევ ძველებურად გააკეთებენ, ანუ როგორც თქვენ დაწერეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.