planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_0832-150x150.jpgსააკაძის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა მიმართა.მისი განცხადებით, ქვეყანა არასოდეს შეეგუება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას. “ეს დღე არასოდეს იქნება პოლიციის დღე. ჩვენ გიორგობას ვღნიშნავთ და პოლიციის დღე 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება”-განაცხადა ძიძიგურმა. პოლიციის დღევანდელი აღლუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიცია ხელისუფლებისთვის არის და არა სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ, დემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სააკაძის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა. სააკაძის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი შეუერთდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს ნაბიჯი მან საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად გადადგა. მისი თქმით, გიორგობის დღესასწაულზე პოლიციის დღე არ უნდა აღინიშნებოდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts