planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/GWP-150x122.jpgთბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი დიღმის ველზე და ვაშლიჯვრის დასახლებაში 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანებაა. დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 7 აპრილის 11:00 საათიდან 8 აპრილის 04:00 საათამდე ზემო ვაკის დასახლებას, გოგებაშვილის ქუჩას თავისი შესახვევებით წყლის მიწოდება შეუწყდება. დიდი დიღმის დასახლება, სოლოლაკი, მთაწმინდა და ვაკის ბოლო ნაწილი, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები, ბახტრიონის, მგალობლიშვილის, იოსებიძის, შარტავას და მიმდებარე ქუჩები წყალს დაბალი წნევით მიიღებენ. წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდება ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და ნუცუბიძის ფერდობს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსალოდნელი დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts