planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha125-150x150.jpg2012 წლისთვის ბათუმში დასაქმების პრობლემები მოგვარდება და მარტო სასტუმროებში 40 000 ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მოსახელობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, დასაქმების პრობლემების მოგვარება ბათუმში ინვესტიციების ჩადებასთან არის დაკავშირებული. “რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება ბათუმში და რაც მეტი სასტუმრო აშენდება მით მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. მინდა გითხრათ, რომ დღეს ბათუმში მეტი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, ვიდრე მოსკოვში. უმუშევრობიდან გამოსავალი არის ძალიან კონკრეტული: მეტი განვითარება, მეტი ინვესტიციები, მეტი სტაბილურობა, მეტი ჩადებული ფული. დღეს რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული ბათუმში მშენებლობებზე თუმვცა ჯერ კიდევ ზალიან მარალია უმუშევრობის მაჩვენებელი. ჩვენი ვარაუდით, იმ სასტუმროებში, რომლებიც აქ იხსნება დასაქმდება 10000 კაცი თითოეული დასაქმებული კი თავის მხრივ დაასაქმებს 3 ადამიანს , საბოლოო ჯამში 2012 წლისთვის აქ დასაქმებული იქნება 40 000 ადამიანი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს აჭარაში 900 000-მდე ტურისტს ელიან. “შარშან ჩვენ გვყავდა თითქმის 600 000 ტურისტი, წელს ჩვენ ველით 800-900 ათასს და გადავაჭარბებთ საბჭოთა მონაცემებს. საბჭოთა მონაცემი იყო 800 ათასი”, – აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, დასაქმების პრობლემის მოგვარებას განაპირობებს ის პროექტები რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება აჭარაში. “ჩვენ გვახსენით და შევქმენით სერიოზული ეკონომიკური სიმძლავრეები ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკები ქობულეთში, ბობოყვათში, მაგრამ ეს არის ჯერ კიდევ დასაწყისი. აჭარას ძალიან დიდი ინტუდსტიული პოტენციალი აქვს, პირველ რიგში ეს არის ძალიან განათლებული და ძალიან კარგი ხალხი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე ყურადრება გაამახვილა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როგორებიცაა: Bბათუმის პორტის, ბათუმი-თბილისის რკინიგზის, ბათუმი- თბილისის ავტობანისა და სარფის საბაჟოს მშენებლობა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts