planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/03-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის წარმართვის ნაცვლად სიტუაციის გამწვავებით არის დაკავებული, რომ საზოგადოებას შორის ძალადობა მოხდეს. როგორც ,,ექსპრესნიუსს’ კანდელაკმა განუცხადა, ხელისუფლების სურვილია, რომ მომავალი სახელმწიფო ოპოზიციასთან ერთად აშენდეს, თუმცა თავად ოპოზიციის ნაწილი საქართველოში მდგომარეობის გამწვავებსთვის იბრძვის. კანდელაკი ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის რუსეთში ხვალ, დაგეგმილ ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ძალადობრივი პროცესების გადატანას ცდილობს. ,,ნოღაიდელი არის მოღალატე არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოსი. იმ შემთხვევაში კი თუ იგი კანონს დაარღვევს, მას დაპატიმრება არ აცდება’’, – განაცხადა კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ პოლიციის დღესთან დაკავშირებით აღლუმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა. Gგიორგობის დღეს 6 მაისს პოლიციის დღის დაწესებას არასაპარალმენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები აქტივისტებთან ერთად უწყებასთან მისვლას ცდილობდნენ, როცა სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის აქტივისტებმა სპეცრაზმელებს ქვები დაუშინეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts