planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini392-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე მინისტრმა გიორგობა ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ამ სახელის მატარებელ მამაკაც პედაგოგებს მიულოცა და წარმატებები უსურვა. შაშკინის განცხადებით, გიორგი ზუბიაშვილის აღსაზრდელები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან, სკოლა, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგი 30 წელია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. “გიორგი ზუბიაშვილი მათ ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილებს უტარებს, ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიულ წრეს. მისი აღსაზრდელები არაერთი ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ბატონი გიორგი ღირსების მედლის კავალერი და ბევრი სიგელისა და ჯილდოს მფლობელია” – განაცხადა შაშკინმა. მისსივე თქმით, გამოცდილი პედაგოგი მისეულ, განსაკუთრებულ უნარ – ჩვევებსა და მეთოდებს ფლობს, რაც აუცილებელია ასეთი სჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. მიუხედავად სოლიდური ასაკისა იგი ენერგიულად აგრძელებს მოღვაწეობას, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია და ცდილობს სიახლეებით გაამდიდროს სწავლების მისეული მეთოდი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts