Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კაჩინსკის ავიალაინერის კაბინაში ტრაგედიის დროს ანონიმი იმყოფებოდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/planecrash10-150x150.jpgსმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერის კაბინაში უცხო ადამიანი იმყოფებოდა. ანონიმის ხმა შავმა ყუთებმა დააფიქსირა.

 

 

ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის ერთ-ერთი ტელეარხი ავრცელებს.

 

 

შესაბამისი წესების თანახმად, პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში მხოლოდ 2 პილოტი, მექანიკოსი და შტურმანი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ფრენის დროს, ეკიპაჟის 4 წევრის გარდა, ავიალაინერის კაბინაში გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

“არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი ან ბორტგამცილებელი ან ეკიპაჟის სხვა რომელიმე წევრი ყოფილიყო”, – იუწყება პოლონური “ტე-ვე-ენ 24″.

 

 

პოლონეთის გენერალურ პროკურატურას, რომელსაც ავიაკატასტროფის გამოძიება მიჰყავს, ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

 

 

პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერმა კატასტროფა რუსეთის ტერიტორიაზე, სმოლენსკთან 10 აპრილს განიცადა. უბედური შემთხვევის შედეგად პოლონეთის პირველი პირი და მისი მეუღლე, ასევე პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მაღალჩინოსნები, სულ 97 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებას ერთდროულად რუსული და პოლონური მხარეები აწარმოებენ. რუსულ საგამოძიებო კომისიას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დავალებით პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძრვანელობს. ოფიციალური ვერსიების გარდა, ტრაგედიიდან დღემდე პერიოდულად ვრცელდება ავიაკატასტოფის შესახებ სხვადასხვა ვარაუდები. დღემდე არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ ტრაგედია სპეცსამსახურებმა ხელოვნურად გამოიწვიეს და პოლონეთის პოლიტიკური ელიტის სიკვდილში რუსეთია ჩარეული.

 

 

ლეხ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს პოლენეთის დედაქალაქ ვარშავაში რაიმუნდ და იადვიგა კაჩინსკების ოჯახში დაიბადა. ჰყავს ტყუპისცალი იაროსლავი. კაჩინსკი ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1972 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო, 1979 წელს დანსკის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

 

 

პოლიტიკური კარიერა მუშათა დაცვის კომიტეტში 1977 წელს დაიწყო.

ქვეყანაში საგანგებო სიტუაცის გამოცხადების შემდეგ კი, 11 თვე ციხეში გაატარა. კაჩინსკი სეიმის და სენატის წევრიც იყო.

იგი უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კონტროლის პალატის ჩაუდგა სათავეში. მუშაობდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზეც.

 

 

2001 წელს თავის ძმა იაროსლავთან ერთად პარტია “სამართალი და სამართლიანობა” შექმნა. 2002 წელს კაჩინსკი ვარშავის მერად იქნა არჩეული, 2005 წლის ოქტომბერში კი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...