Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პირველი სემინარი ჩატარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Cortyard_Marriott-150x150.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და HSBC ბანკმა ქართული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პირველი სემინარი ჩაატარეს.

 

 

სემინარზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და HSBC ბანკის საქართველოს გენერალური დირექტორი გაი ლუისი გამოვიდნენ.

 

 

სემინარს ესწრებოდა 60-ზე მეტი გენერალური და ფინანსური მენეჯერი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ვაჭრობაში. საერთაშორისო ვაჭრობის აკადემია გახსნა HSBC ბანკის ევროპის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ხელმძღვანელმა სტიუარტ ნივისონმა პრეზენტაციით “საერთაშორისო ვაჭრობა გლობალური ხედვით”.

 

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, დღევანდელი სემინარი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებას ეძღვნება და მეტად მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის.

 

 

“HSBC ბანკი მსგავს სემინარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ამიტომ ქართულ კომპანიებს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. მსგავსი შეხვედრებით ქართული კომპანიის წარმომადგენლები დიდ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ და მეტი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცემათ. ჩვენ მეწარმეებს რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტი შევთავაზეთ, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას. კერძოდ, უმოკლეს პერიოდში შევქმნით სავაჭრო პორტალს, სადაც ნებისმიერ კომპანიას ექნება დარეგისტრირების საშუალება, რითაც ისინი შეძლებენ უცხოელ კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, რაც ავტომატურად გაზრდის იმ ალბათობას, რომ უფრო მეტი კომპანია წარმოჩინდეს უცხოურ ბაზრებზე” -განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

 

 

მისსივე თქმით, საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პროექტი ეკუთვნის HSBC ბანკს. ეს პროექტი უკვე წარმატებულად ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. თითოეულ ქვეყანაში აკადემია მორგებულია კონკრეტული ბაზრის საჭიროებებზე. საქართველოში ის ფოკუსირებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროდუქტებზე, სავალუტო ბაზრებზე და მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

 

 

HშBჩ ბანკის ევროპის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების ხელმძღვანელის სტიუარტ ნივისონის თქმით: “HSBC-ში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თვალი ვადევნოთ მიმდინარე, მნიშვნელოვან ცვლილებებს საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურაში. საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის საშუალებით ჩვენ გვსურს გავაცნოთ ეს ცვლილებები ქართულ კომპანიებს, და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად შევთავაზოთ მათ პრაქტიკული რჩევები საერთაშორისო ვაჭრობის პროცესისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებასთან დაკავშირებით.”

 

 

HSBC ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, გაი ლუისმა განაცხადა: HSBC-ს აქვს საერთაშორისო ვაჭრობის 140 წლიანი გამოცდილება.

 

 

“ბანკს აქვს 8000-ზე მეტი ოფისი 88 ქვეყანაში. ჩვენ წარმოდგენილი ვართ თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობები. ეს საშუალებას გვაძლევს, გავუზიაროთ ქართულ ბიზნესებს ჩვენი გამოცდილება და გავაცნოთ მათ საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობები. სწორედ ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის მთავარი მიზანი”, – განაცხადა ლუისმა.

 

 

HSBC ბანკი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პერიოდულად ჩაატარებენ საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის სემინარებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...