planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-420x01-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმელებთან შეხვედრისას, განათლების რეფორმაზეც ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება კომპიუტერიზაციის პროგრამა და ყველა პირველკასელი კომპიუტერს მიიღებს და პირველივე კლასიდან ინგლისური ენის სწავლება სკოლებში დაიწყება. პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში ბათუმში 570 ამერილკელი მასწავლებლის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებსაც წლის ბოლომდე კიდევ 500 ამერიკელი მასწავლებელი დაემატა. ბათუმელების ინიციატვით ისინი ქართულ ოჯახებში უფასოდ იცხოვრებენ წახალისდებიან დამამთავრებელი კლასის წარჩინებული მოსწავლეებიც. IX- X XI-XIIO კლასის ათოსანი მოსწავლეები უფასო კომპიუტერს მიიღებენ. პროგრამა ამა წლის მაისიდან ამოქმედდება. “რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, გაიზრდება უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი და იგეგმება ახალი უნივერსიტეტების ჩამოყალიბებაც. “-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი ბათუმს დღეს ეწვია და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რევოლუციის 6 წლისთავი მიულოცა. 2004 წლის, 6 მაისს აჭარის რევოლუცის შემდეგ ავტნომიური რესპუბლიკის მმართველს, ასლან აბაშიძეს პოსტის დატოვება მოუწია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts