planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/suvbari2-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციას მოგვიანებით ალიანსის წევრი, სოზარ სუბარიც შეუერთდა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის იქ არა როგორც ალიანსის წარმომადგენელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე გამოცხადდა. “თქვენ კარგად იცით ალიანსის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა მე აქ მოვედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც ალიანსის წარმომადგენელი. დღევანდელი დღის პოლიციის დრედ გამოცხადება ხალხის აბუჩად აგდებაა. ეს არის დღე როდესაც ერთი წლის წინ პოლიციამ აკრძალული იარაღი გამოიყენა, რის შედეგად ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, ოპოზიციის ლიდერებს კი პირდაპირ თავში სროდნენ”_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარის შეფასებით, ხელისუფლების მიერ ასეთი დღის პოლიციის დღედ გამოცხადება ცინიზმი და საკუთარი ხალხის აბუჩად აგდებაა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts