ვეფხვი Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) Marta1 ისედაც ასეთი ნიჰილიზმია ხალხში და ეს უშედეგო სისხლისღვრა კიდევ უფრო დეპრესიაში ჩააგდებს ადამიანებს, ნუ მაგაში მართალი ხარ... ცოტა ხანში საერტოდ აღარავინ გამოვა მაგათ დაძახილზე კი არა სხვებისაზეც და მგონი ეგაა მაგათი მიზანი.მაგი მართლა დამაფიქრებელია მაგრამ ეხლა რამდენად მართვადია ეგ პროცესი ცოტა სადაოა... aiv არც მაინტერესებს ამერიკის ცნობამე ყოველ შემთხვევაში მიშას მოცილების გამო ქვეყნის გადაბუგვას არც რუსეთს და არც ამერიკას არ დავანებებთქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ ვერც თქვენ დაგაცლით გადაბუგვაში რომელიმე მათგანს დაეხმაროთ ვახ შენ გენაცვალე... აგვისტოში გელაპარაკა ნეტა მასე ანდაც უფრო ადრე, 2003 წლის ნოემბერში... ეხლა რომ იდეალური გამოსავალი არ არსებობს მაგ სიტუაციიდან ეგ მეც კარგად ვიცი! Marta1 სახალისო ის არის, რომ წმინდა გიორგის მხედრებად მოაქვთ თავი დუბინკებით შეიარაღებულებსგამორიცხულია მაგ ამბავი... მაგდენი გმირობანას ფანტაზია დაკარგული აქვთ... Edited May 6, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 ვეფხვი არ ვიცი შენ სად იყავი აგვისტოში, მე კი იარაღი მეჭირაასე რო მოკეტე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 aiv არ ვიცი შენ სად იყავი აგვისტოში, მე კი იარაღი მეჭირაასე რო მოკეტეძედააა, რავა ყველას იარაღი ეჭირა!ნეტა რატომ წავაგეთ ეს ომი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 ძედააა, რავა ყველას იარაღი ეჭირა!ნეტა რატომ წავაგეთ ეს ომი?გადახედე ფორუმ-გეს აგვისტოს დღეების პოსტებს, პოსტების ავტორებს, აი ვაჟკაცობაზე და სამშობლოსთვის თავგანწირვაზე რომ იბრიქებიან ეხლა და მიხვდები, ვინ პოსტაობდა იმ დღეებში და ვინ მართლა იარაღით იყო. იმიტომაც წავაგეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 kisa ეგ არაა საგლახაო თემა ჩემთვის და გთხოვ კორექტულობა გამოიჩინო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) aiv არ ვიცი შენ სად იყავი აგვისტოში, მე კი იარაღი მეჭირაასე რო მოკეტე მერე რომ გეჭირა რა ხეირი??? მიშას პროვკაციებს აყევი არა??? მოსაკეტი მართლა თქვენ გაქვთ აგვისტოში შიზიკი და შლეგი მთავარსარდალი რომ გყავდათ და მის წინააღმდეგ ხმა რომ არ ამოგიღიათ! Edited May 6, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 aiv ეგ არაა საგლახაო თემა ჩემთვის და გთხოვ კორექტულობა გამოიჩინორაში გამოიხატება ჩემი არაკორექტულობა?ვისაც არ უნდა კითხო, ყველას იარაღი ეჭირარატომ წავაგეთ მაშინ ომი - არ გიჩნდება ეს კითხვა?მე კი მაქ პასუხი, მაგრამ მე შენი აზრი მაინტერესებს ვეფხვი მიშას პროვკაციებს აყევი არა??? მოსაკეტი მართლა თქვენ გაქვთ აგვისტოში შიზიკი და შლეგი მთავარსარდალი რომ გყავდათ და ხმა რომ არ ამოგიღიათ!ამაში არ ხარ მართალი - არ აქვთ უფლება ბრძანება არ შეასრულონ - ამაზე ტრიბუნალია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 kisa მეცა მაქვს პასუხი და თან შენი აზრიც არ მაინტერესებს მაგ საკითხზევეფხვი არა, უცხოეთში დავიმალე ზოგიერთი ყანწპატრიოტივით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 aiv მეცა მაქვს პასუხი და თან შენი აზრიც არ მაინტერესებს მაგ საკითხზერა თქმა უნდა, წინასწარ იცი, რომ არ დაემთხვევა ჩემ აზრსრაში გჭირდება სხვისი აზრი, როდესაც გასწავლეს რა უნდა იფიქრო - ესე უფრო კომფორტულია ცხოვრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) aiv არა, უცხოეთში დავიმალე ზოგიერთი ყანწპატრიოტივით ჩემო კარგო მე უცხოეთში ჯერ კიდევ მიშას მამობილის დროს წავედი... და თანაც ისე მალე წააგო მიშამ მაგ ომი რომ ჩამოსვლა რომც მდომოდა ჩამოსვლას ვერ მოვასწრებდი, თვითმფრინავები არ დაფრინავს მასეთი სიხშირით უბრალოდ! მაგრამ შენ რომ არ დაიმალე უცხოეთში ვისზე უკეთესი ხარ ვითომ ანდაც ვისზე უკეთესი შედეგი გაქვს ვითომ? შედეგი ის გაქვს რომ მიშას უკანალის გადასარჩენად იბრძოლე! ისე კი ტელევიზორში ეს ჰალსტუკღეჭია პრეზიდენტი რომ დავინახე სულ წამიხტა მაგისთვის ბრძოლის სურვილი... მაგ ომის დროს კი მთავრობის წევრების ოჯახები საით გარბოდნენ ესეც კარგად იცის საქართველომ! Edited May 6, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 kisa შენ წარმოიდგინე დარწმუნებული ვარ რომ ძირითადად დაემთხვევა შენს აზრსმაგრამ ის კი ნნამდვილად არ იცი ვინ რა მასწავლა და რამდენად კომფორტულად ვცხოვრობ ვეფხვი ნუ მიზეზები არ დაილევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 aiv მაგრამ ის კი ნნამდვილად არ იცი ვინ რა მასწავლა და რამდენად კომფორტულად ვცხოვრობმე სულიერი კომფორტი ვიგულისხმე - საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს მატერიალური ცნებები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 kisa არც მე მიგულისხმია მატერიალური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 კანონს როცა მოემსახურებიან მერე მივულოცავ და გაილია 6 მაისი უკვე.მიკეტეთ ეს თემაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted May 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2010 რაც შეეხება პოლიციის აღლუმს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს "შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი ღონისძიებაა" და ამით შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.აღლუმი გრანდიოზული იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვედანაყოფი, გამოყვანილი იქნება შსს-ს ხელთ არსებული ტექნიკაც. "რეზონანსის" ინფორმაციით, პოლიციის პირადმა შემადგენლობამ აღლუმისათვის მზადება უკვე გაიარა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. გარდა ამისა, 6 მაისს იგეგმება რამდენიმე თანამშრომლის დაწინაურება და საუკეთესო პოლიციელებს შს მინისტრი სიგელებს გადასცემს. ასევე შესრულდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძის მიერ პოლიციისთვის შექმნილი სიმღერაც.პოლიციური აღლუმის ჩატარებას ადასტურებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა უტიაშვილი."არაფერი ძალის დემონსტრირება არაა. მობრძანდით და ნახეთ, არის თუ არა ძალის დემონსტრირება," - გვითხრა უტიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პოლიციის დღეს 10 ნოემბერს აღნიშნავდნენ, ხოლო უშიშროების სამსახურისას - 19 დეკემბერს. არცერთი უწყება ამ დღეს აღლუმით არ აღნიშნავდა. მაშინ მხოლოდ საზეიმო შეხვედრებით შემოიფარგლებოდნენ. თუმცა "ვარდების რევოლუციის" მე-8-ე წლისთავზე გადაწყდა, რომ პოლიციურ დღედ 6 მაისი გამოცხადდეს. "წელს გამოცხადდა პოლიციის დღედ. ადრე ნოემბრის თვეში იყო, რომელიც საბჭოთა გაგების დღე იყო. წლევანდელიდან იქნება ახალი პოლიციური დღე 6 მაისი," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შოთა უტიაშვილმა.პოლიციური აღლუმის ჩატარებაში ცუდს ვერაფერს ვერ ხედავს შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, თუმცა აქვე ამბობს, რომ ამაში დადებითიც არაფერია. "ყოველ შემთხვევაში ეტყობა რაღაც კონკრეტულ თარიღს უკავშირდება. თუ უნდათ აღლუმის ჩატარება, ჩაატარონ. ცუდსაც ვერაფერს ვერ ხედავ და არც ძალიან დადებითი ამაში არაფერი არაა," - თვლის კობა ნარჩემაშვილი."ვერ გეტყვით ხელისუფლება როგორ გადაწყვეტს. ალბათ საჭიროა, რაღაცა წამახალისებელი. სხვანაირად არ წარმომიდგენია. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაცის დემონსტრირება, ეს არის ჩვეულებრივი რამ. "თუმცა, ჩემს დროს ასეთი რამ არ ყოფილა. საერთოდ, სპეცსამსახურები აღლუმს არ ატარებდნენ. იყო მხოლოდ საზეიმო შეხვედრა. ვიკრიბებოდით, ვიღაცას წაახალისებდნენ, ზოგს დააჯილდოებდნენ, ზოგს მადლობას გამოუცხადებდნენ და ა.შ," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ანზორ მაისურაძემ.ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი კი თვლის, რომ პოლიციური აღლუმი პირდაპირი მანიშნებელია მერაბიშვილის მხრიდან ძალის დემონსტრირებისა. რომელიც მისი თქმით, გათვლილია შიდა მოხმარებისთვის. "ეს შიდა მოხმარებისთვის სჭირდება მერაბიშვილს. შიგნით ხელისუფლებაში არ იციან მისი ძალა, ან არ უნდათ ამის დანახვა. ვისაც არ უნდა დაინახოს მერაბიშვილის ძალა, იმას დაანახვებს მერაბიშვილი. აი, ეს დამოკიდებულებაა. მერაბიშვილის ამბიციები რომ მზარდია, ეს ჩანს. როგორც ჩანს, ის თვლის - თუ სააკაშვილი არის პრეზიდენტი, მე რატომ არ შემიძლია ვიყო, ან მე რატომ არ უნდა ვმართავდე ბოლომდე სიტუაციას, რატომ უნდა ვუთანხმებდე რამეს სააკაშვილსო," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. ძალის დემონსტრირებას უკავშირებს მერაბიშვილის ინიციატივას ფილოსოფოსი, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე და აცხადებს, რომ მსოფლიო ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც პოლიციური აღლუმი ტარდება."ეს უბრალოდ არის ხელისუფლების შიგნით ძალის ელემენტარული დემონსტრირება. ძალიან იშვიათია ალბათ მსოფლიო ისტორიაში მოიძებნოს ფაქტები, როდესაც პოლიციის აღლუმი ცალკე ტარდება. შეიძლება რომელიღაც პატარა პროვინციულ ქალაქში ხდებოდა, მაგრამ საერთო ეროვნულ დონეზე, ასეთი ღონისძიების მოძებნა ძალიან ძნელია. "თუმცა, ეს რეჟიმიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც პოლიტიკური მეცნიერებების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რეჟიმია თავისი სხვადასხვა გადახრებით და არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ფაქტი. ნებისმიერი აღლუმი არის რაღაცის დემონსტრირება, სახელდობრ ძალის დემონსტრირება. "აღლუმზე გამოვლენ პოლიციელები, გამოიყვანენ პოლიციურ ჯავშან-ტექნიკას, ეს ყველაფერი აღიქმება იმად, რომ პოლიცია ძალიან მაგარია. ეს არის და ეს. ეს ერთნაირად არის მესიჯი როგორც ოპოზიციის, ასევე ხალხისთვის და როგორც ჩანს ხელისუფლებაში მყოფ მერაბიშვილის ოპონენტებისთვის, რომ აი, რა მაგარი ბიჭები ვართ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კახა კაციტაძე. "პოლიციურ სახელმწიფოში პოლიციამ განსაკუთრებული ზეიმი უნდა გადაიხადოს," - ამბობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომლის თქმით ამ აღლუმის მთავარი მოტივი არის ხელისუფლების მიერ ძალის დემონსტრირება. "ადრე პრეზიდენტი სამხედრო აღლუმებს გვთავაზობდა სხვადასხვა ფორმებით და სცენარებით, იმდენად, რამდენადაც მისთვის შეიარაღებული ძალები იყო როგორც წარმატებული პროექტი და სავიზიტო ბარათი. მაგრამ ამან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს არ გაამართლა. "ახლა გვთავაზობენ პოლიციის რეფორმის წარმატებას და პრეზიდენტი ცდილობს, რომ მოსახლეობას დაანახოს თუ როგორი მაგარი პოლიცია გვყავს. მოახლოებულია არჩევნები და არჩევნებისთვის ხელისუფლებას სჭირდება ძალის დემონსტრირება და პიარ კამპანიები, რასაც ემსახურება შსს-ში დაგეგმილი აღლუმი. "ჯარი წარსულს ჩაბარდა, იმდენად, რამდენადაც მან ვერ გაამართლა. ამიტომ ახლა ხდება მეორე პროექტის დემონსტრირება. იმდენად, რამდენადაც ძლიერი პოლიცია არის სააკაშვილის ძალაუფლების შენარჩუნების ძლიერი ნიშანი. სწორედ ამიტომ ხდება ეს ფაქტი," - ამბობს ირაკლი სესიაშვილი. თამთა ქარჩავაგაზეთი ”რეზონანსი” წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/19659-6-mai...l#ixzz0nGPhGhR8 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.