planetanews Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 5 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიში „აგვიატოს ნანგრევებში“ თინათინ ხიდაშელი საერთო რედაქციით გამოვიდა. ანგარიშში მოცემულია 4000–მდე სხვადასხვა ხასიათის მტკიცებულება რომელიც ადასტურებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ეთნოწმენდის ფაქტს. „აგვისტოს ნანგრევებში“ თებერვლის დასაწყისში უკვე წარედგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში. თინათინ ხიდაშელმა კოლეგებთან ერთად ანგარიშის ძირითადი მტკიცებულებები და ფაქტები მთავარ პროკურორის ლუის მორენო–იკამპოს გააცნო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts