Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „ალიანსი საქართველოსთვის“: „ჩვენი მიზანია, არ წამოვეგოთ დაგეგმილ პროვოკაციას“


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ ავრცელებს განცხადებას 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე პოლიციის აღლუმის გამართვის თაობაზე და გმობს ვანო მერაბიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. განცხადებაში აღნიშნულია:

 

„გასული წლის 6 მაისს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტიდან ერთი წლის თავზე პოლიციის დღის გამოცხადება შსს-ს მხრიდან უპასუხისმგებლო და გამომწვევი ნაბიჯია. ხელისუფლების მოვალეობაა საარჩევნო პერიოდში სიმშვიდის უზრუნველყოფა. 6 მაისის პოლიციური აღლუმით აღნიშვნა კი, აშკარად ამომრჩევლის დაშინების მცდელობაა.

 

 

„ალიანსი საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტია.

 

 

წინასაარჩევნო პერიოდში ამ ფორმით პოლიციის გამოყენება კი ემსახურება ამ ინსტიტუტის პოლიტიზებას და დისკრედიტაციას. ჩვენი მიზანია, არ წამოვეგოთ დაგეგმილ პროვოკაციას და მტკიცედ დავიცვათ მშვიდობიანი გზა, რომელიც ხალხის მიერ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე მიგვიყვანს“.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...