Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ალასანიას ახალი გადაწყვეტილება


Recommended Posts

ირაკლი ალასანია არჩევნებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს

 

“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი, მოსახლეობასთან უფრო ახლო კონტაქტის მიზნით, არჩევნებმდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს.

ამის შესახებ, დღეს, “ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ განაცხადა, სადაც მან მეტროთი იმგზავრა.

ალასანიას თქმით, “ალიანსს” არ აქვს საშუალება, რომ ძვირადღირებული ბილბორდები განათავსოს მთელ ქალაქში, ამიტომ ის იწყებს უშუალოდ, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრას ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში.

„ჩვენ უარს ვამბობთ ისეთ დაფინანსებაზე, რომელსაც შედეგად მოჰყვება ვალდებულებები. სწორედ ამიტომ არ ვფლობთ ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც საჭიროა მთელ ქალაქში ძვირადღირებული ბილბორდების განთავსებისთვის. ამიტომ ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ხშირად ვისარგებლებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვაპირებ ხშირად ვიარო ქუჩაში ფეხით, რათა ამომრჩეველს, ჩემს თანამოქალაქეებს პირადად შევხვდე და ჩემი პროგრამები გავაცნო“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ახარებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობა საკმაოდ კარგად იცნობს ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამებს, რომლებიც ალასანიამ თბილისელებს შესთავაზა. ირაკლი ალასანიამ მეტროში მედიასთან ერთადაც იმგზავრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ირაკლი ალასანიას ახალი გადაწყვეტილება, დღეიდან მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი

 

 

ნიუ–იორკის მერი ბლუმბერგი სულ ეგრე გადაადგილდება სამსახურში. :mad:

 

 

მე რაც ვთქვი ის გააკეთოს და თუ უნდა ლიმუზინით იმგზავროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია არჩევნებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს

 

ეს დალოცვილი პირდაპირ აკოპირებს მიშას?

 

გადაეცით ჩაიხედონ დიარში და ოდნავ მაინც გადააკეთეთ რა პიარი.

 

გადაირევა კაცი რა. ხო და კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ნაცების ტრანსფორმაცია მიდის?

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დალოცვილი პირდაპირ აკოპირებს მიშას?

 

გადაეცით ჩაიხედონ დიარში და ოდნავ მაინც გადააკეთეთ რა პიარი.

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ამგოებს ეტყობა პირაკომპანიის გადაკეთება დაეზარათ და დაკოპირებეული მიართვეს :mad:

 

 

პ.ს. კუბშში მივდივარ. ამას უკვე არაფერი არ უშველის.

 

"ვავა ცხაკაია! ვივა კუბა!"

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარათი იყიდა თუ ხურდებს ტენის ხოლმე აპარატში?

უბილეთოთ მოძრაობს. გუშინ ვნახე კონტროლიორმა 15 ლარიანი გამოუწერა :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი, მოსახლეობასთან უფრო ახლო კონტაქტის მიზნით, არჩევნებმდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს.

და არჩევნების მერე კონტაქტი აღარ არის საჭირო..?? :mad: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ღლაბუცობთ, შედით გვერდზე ტემაში!

გოროზიამ მესტიაში ოპოზიციური კანდიდატები გატისკა!

რას გადაეკიდეთ ამ ალასანიას, მილიონ ტრისტა ტემაა მაგაზე გახსნილი - უF!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეს დალოცვილი პირდაპირ აკოპირებს მიშას?

 

გადაეცით ჩაიხედონ დიარში და ოდნავ მაინც გადააკეთეთ რა პიარი.

 

+10

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გინდათ ბიძია თქვენ რეალური ცვლილებვბი. დავით აღმაშენებელიც რომ გაცოცხლდეს მიშა 2დ მონათკლავთ და აიტანთ მიშა 1 ს .არაფერი პირადული. მხოლოდ ბიზნესი. :mad:

ეს ნაბიჯი პოპულიზმია რა . საქმეს რომ ჭირდება ისეთი. :givi:

კარგი ვიცი ბიულეტენებს რომ შეჭამთ და იტყვით ხმა არავისთვის მიმიციათო.....(ადრესატებმა ქე იციან ვიზეც ვუბნობ)

:ალაფანისაღსარება"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გამიგია რაც სააკაშვილში არ მომწონს, იგივე რატომ უნდა მომეწონოს ალასანიაში? მართლა მესია კი არ არის ეს კაცი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...