Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ძალადობას არ შეწყვეტს“


Recommended Posts

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალიანსის ბლოკიდან სოფიო ხორგუანმა 5 მაისს ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენები. სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ „სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან და ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ძალადობას არ შეწყვეტს, მათ 6 მაისს და 7 ნოემბერს მუდმივად შევახსენებ“. ხორგუანმა კონკრეტული ფაქტები გაიხსენა.

 

 

 

 

 

 

2007 წლის 7 ნოემბერის შემდეგ, ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კანონით აკრძალული იარაღები: რეზინის ტყვიები და პლასტიკური კაფსულები 2009 წლის 6 მაისსაც გამოიყენა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. პოლიციის სამმართველოსთან აქციის დაშლის დროს ორმა ადამიანმა – ირაკლი ხომასურიძემ და დავით ჩანტლაძემ – თვალი დაჰკარგა; უამრავმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო.

 

 

 

ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მომხდარზე პასუხი არავის უგია, უფრო მეტიც, უკვე კანონმდებლობითაა ნებადართული მსგავსი იარაღების გამოყენება.

 

 

 

დაზარალებული ირაკლი ხომასურიძე ხელისუფლებისგან ყოველგვარ დახმარებაზე უარს ამბობს და ახლა უკვე სხვების დაცვის მიზნით იბრძვის კანონმდებლობის შესაცვლელად.

 

 

 

საქართველო კვლავ იმ მცირე ქვეყნების რიცხვში მოხვდა, რომლებიც წამების იარაღს ყიდულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან მოსახლეობა დაუცველია და მსგავსი მძიმე შედეგების განმეორება გამორიცხული არ არის.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...