planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბესო ყიზილაშვილს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მე-12 კლასელებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალიანსის წარმომადგენელმა ზაზა ლაგაზიძემ განუცხადა, ბესო ყიზილაშვილი ახმეტის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტია. „მართალია ის ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, თუმცა თავის თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს და ბავშვებზე ზეწოლას ახდენს. მათ ემუქრება, რომ თუ არჩევნებში ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, ჯარში გაიწვევს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა ლაგაზიძემ. ყიზილაშვილის მხრიდან მე-12 კლასელებზე ზეწოლის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის რამდენიმე მოსწავლემაც დაუდასტურა. თავად ყიზილაშვილი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსწავლეებზე ზეწოლას არ ადასტურებს. „ჩემთან ერთად გადაამოწმეთ ეგ ამბავი და არცერთი მოსწავლე მაგას არ იტყვის. ჩემს გარეშე რას გეუბნებიან, არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ყიზილაშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.