planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasaniairakli92-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატმა მეტროთიც იმგზავრა და მოსახლეობას გაესაუბრა. ალასანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები არჩევნების დღემდე გაგრძელდება. “დღეიდან დავიწყეთ ახალი ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებს ხალხთან. ეს ჩვენი მოძრავი ბანერები სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენ ვაპირებთ ისეთ ადგილებში მივიდეთ, სადაც ხალხმრავლობაა, მოქალაქეებს ვხვდებით, ჩვენს სათქმელს ვეუბნებით, რა უნდა შევცვალოთ ქალაქში და რატომ უნდა დაგვიჭირონ მხარი”, – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, საამაყოა რომ ძალიან ბევრმა იცის ალიანსის შემოთავაზებები და იცნობს მათ პროგრამას. ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უარი თქვა სარეკლამო ბანერების გამოყენებაზე და აღნიშნა რომ ალიანსს არა აქვს იმის ფუფუნება ათასობით ლარი დახარჯოს რეკლამისთვის. “ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავიხადოთ ათასობით დოლარი იმისთვის, რომ გვქონდეს ბანერები თბილისის სხვადასხვა უბანში, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდაჭერების”, – აღნიშნა ალასანიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts