planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/231-150x150.jpgოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს საქართველოში პროვოკაციის მოწყობა ნებისმიერ დროს შეუძლია, შესაამისად პოლიციის დღის აღნიშვნა არ უნდა გადაიდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხვალ დაგეგმილი აქციის შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე ნათელია ვის ინტერესებში შედის ქვეყანაში არეულობა და პროვოკაციები, რადგან ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის მტერთან რუსეთთან ღიად თანამშრომლობს. ,,ხელისუფლება პუტინის მიერ ნოღაიდელისთვის ყურში ჩურჩულის გამო ქვეყანაში დღესასწაულების შეწყვეტასა და გაუქმებას არ პირებს. იმის შიშით, რომ პუტინის დავალებით ვიღაცა რაღაცას გააკეთებს, ჩვენ ვერც გიორგობის აღნიშვნას შევწყვეტთ და ვერც სხვა დღესასწაულებს ვერ გადავიფიქრებთ. 6 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნისთვის არის გიორგობა, პოლიციის დღე, რომელსაც უდიდესი ნდობა აქვს საზოგადოებაში და არის აჭარის ასლან აბაშიძის რეჟიმსიგან გათავისუფლების დღე და შეუძლებელია, ვინმე პასუხსიმგებლიან და საღ გონზე მყოფ ადამიანს, ამ დღეს დაპირსპირება სურდეს’’, – განაცხადა გაბაშვილმა. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელი დღე მშვიდად ჩაივლის და არანაირ განსაკუთრებულ დაძაბულებებს არ ექნება ადგილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts