planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/DSC_0133-150x150.jpgკულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ხვალ გაიმართება კონკურსი იტალიის მიერ დაწესებული სტიპენდიისათვის Premio Roma. Premio Roma-ს გამარჯვებული მიიღებს იტალიის მთავრობის სტიპენდიას და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამთვიან კურსებზე იტალიაში გაემგზავრება. აღნიშნული კონკურსი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი. 2010 წელს, იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, რომში ერთი საოპერო მომღერალი გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსში ოთხი ახალგაზრდა მომღერალი იღებს მონაწილეობას, კონსერვატორიის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდეტები: მეგი ჩიხრაძე, თამარ ნოზაძე, მარიამ ნაჭყებია და არჩილ გოგიტიძე. კონკურსის ჟიური შედგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორებისგან. ესენი არიან მომღერლები: მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, და დირიჟორი – რევაზ ტაკიძე. კონკურს ასევე დაესწრება საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, ქალბატონი როზალია კორადო და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. სტიპენდია Premio Roma ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში სასწავლო კურსი გაიარონ, დახელოვდნენ უმაღლესი რანგის პროფესორებთან, დახვეწონ თავიანთი საშემსრულებლო ხელოვნება და რაც ოპერის მომღერლებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, კვალიფიკაცია იტალიური ენის ცოდნაშიც აიმაღლონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts