planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 ღვინის ისტორიის ფონდის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ხვალ და ზეგ ქართული ღვინის III ეროვნული კონკურსი “საქართველო ღვინის სამშობლო” ჩატარდება როგორც “ექსპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს კონკურსში მონაწილეობას 34 ღვინის კომპანია იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მათივე ინფორმაციით, მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება მოხდება “ბრმა მეთოდით” ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ღვინის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან (ტომ კანავანი-ჟიურის თავმჯდომარე, დოქტორი ქეროლაინ გილბი, მარგარეტ რანდი), ჰოლანდიიდან, (პოლ ოფ ტენბერგი), ფინეთიდან (ტიმო იოკინენი), შვედეთიდან (კატარინა ალვინი), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (ლორან ჟინარი) და საქართველოდან (ანა გოდაბრელიძე). გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან ოქროს და ვერცხლის მედლებით. ოქროს მედლის მფლობელებს გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი პრიზი. კონკურსის ”საქართველო ღვინის სამშობლო” სპონსორები არიან:ოქროს სპონსორი – პსპ; ვერცხლის სპონსორი – ჯეოსელი;სპონსორები: შპს ლუკოილი; გუდვილი; სს ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი; ავერსი; სს ბორჯომი; სს თიბისი ბანკი; Wilhelmsen Ship Servicehttp://www.epn.ge/wp-content/uploads/rvino-150x150.jpg; MSC – ჯორჯია; სს მადნეული; შპს ტრანსკო; ჯი-პი-აი ჰოლდინგი; შპს ჩენელ ენერჯი; შპს ყაზტრანსოილი; ბათუმი ოილ ტერმინალი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი; შპს პეის ჯორჯია; სს ენერჯიინვესტი.კონკურსის მხრდამჭერი: საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისაინფორმაციო მხარდამჭერი: რადიო ქალაქი; ჟურნალები: ფოკუსი; ჯორჯია თუდეი; ექსპერტი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts