Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პოლიტიკური გაერთიანება “თეთრებს” წერილით მიმართეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/tetrebi-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა მიმართა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები პოლიტიკური გაერთიანების დოკუმენტს იწონებენ.

 

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუს” “თეთრებიდან” აცნობეს

 

 

დოკუმენტს სახელწოდებით, “განახლებული ეროვნული მოძრაობა

ქართული ერთობისა და მომავლის საქართველოსათვის” ბელგიაში და თურქეთში მცხოვრები ქართველები ეხმაურებიან.

 

 

ბელგიაში კრძოდ სტრასბურგში მცხოვრებ ქართველს თეიმურაზ გუმბერიძეს მიაჩნია, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის და ფინანსისტის ჯორჯ სოროსის ე.წ “დემოკრატიამ” საქართველოში არ გაამართლა.

 

 

“უკვე ეჭვს გარეშეა, რომ ბუშმა და სოროსმა ჯერ ჯერობით შეასრულეს თავიანთი ამოცანა საქართველოში ერთის ძალაუფლების მქონემ და მეორემ დიდი ფულით,საქართველოში მოყვანილმა სააკაშვილმა და საქართველოში სოროსის ფონდის მამებმა დააქციეს და გაყიდეს და ნაწილებად დაშალეს ჩვენი ულამაზესი ქვეყანა.”-ნათქვამია “თეთრებთან” გაგზავნილ წერილში.

 

 

თეიმურაზ გუმბერიძეს მიაჩნია, რომ სახეზე გვაქვს მხოლოდ მომღერალი შადრევნები წყლის გარშე და უფასო სასადილოები, რომელშიც მოხვედრა ისევე ძნელია როგორც პარლამენტში.

 

 

“ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა სამშობლო და უცხო ქვეყნებში ნახევრადმონურ პირობებში შრომობენ, რათა შევარდნაძის 30 წლიანი რეჟიმის მიერ განახევრებული და მშიერი ოჯახები არჩინონ

ქართველთა სამშობლოში კი ვარდისფერი სამოთხე დადგა, რამაც სოროსის შეფერადებული დემოკრატიის ნიღბით, ნგრევის და სიცარიელის ფორმა მიიღო.”-აღნიშნავს წერილში გუმბერიძე.

 

 

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ჩამოყალიბებული აქვთ 12 მოთხოვნა მათ შორისაა: “პრეზიდენტის და მის ჯიბის პარლამენტის დაუყოვნებლივ გადადგომა” სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

 

 

მოთხოვნებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რუსეთთან კავშირის აღდგენაზე, ღირსეული თანამშრომლობის პირობებში.

 

 

წერილს ხელს აწერს, ევროპაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...