Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის კრებულის პრეზენტაცია გაიართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ambazador01-150x150.jpgრუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ სამართლის ნორმათა დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო “ამბასადორში”.

 

 

ნაშრომი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება.

 

 

დამუკიდებელ ექპერტთა კლუბის ნაშრომში “საქართველო 2009 წლის ომისშემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები” 15 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის მოსაზრებები შედის.

 

 

“სტატიებში მოყვანილი მოსაზრებები წარმოადგენს მხოლოდ ავტორთა მოსაზრებებს და არა რომელიმე ორგანიზაციის აზრს” განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა.

 

 

როგორც კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, მკითხველს საშუალება მიეცემა გაეცნოს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, იურისტის, ჟურნალისტის, პოლიტოლოგიის მიერ დანახული და შეფასებული დღევანდელი საქართველო.

 

 

მისივე განცხადებით, ეს არის წიგნის მეორე პრეზენტაცია, რადგან პირველ ნამუშევარს, ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა და არ გამორიცხავს, რომ ეს წიგნი მისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს.

 

 

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები: ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია.

 

 

კლუბი აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოების და სხვა აქტუალური საკითხების ანალიზში ჩართულ დამოუკიდებელ ექპერტებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...