shamili Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 (edited) დიდება უფალს ! დიდება ქართველ ერს და მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ! საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის საგანგებო განცხადება საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის მონაწილენი ვხედავთ რეალურ საშიშროებას ბოროტი შეიარაღებული აგრესიის გაგრძელებისას, რუსეთის იმპერიის მხრიდან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო 209 წლის მანძილზე არის ტრადიციული დამპყრობელი და აგრესორი სახელმწიფო. შევახსენებთ ცივილიზებულ კაცობრიობას რომ გასულ მე - 19 და მე - 20 საუკუნეებში რუსეთის იმპერიამ არაერთხელ წაართვა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მე - 19 საუკუნეში მეფის რუსეთმა ქართლ კახეთის, იმერეთის სამეფოთა და გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროთა გაუქმებით სრულიად დაიპყრო დანაწევრებული, მაგრამ თავისუფალი საქართველო, მოსპო ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალურობა, აკრძალა ქართული ენა საერო სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და საეკლესიო ღმრთისმსახურებაში; სისხლში ცეცხლითა და მახვილით ჩაახშო 1804 წლის მთიელთა, 1810 წლის იმერეთის, 1812 წლის კახეთის, 1819 წლის გურიის, 1820 წლის იმერეთის, 1856 წლის სამეგრელოს, 1859 წლის სვანეთის, და 1864 წლის აფხაზეთის აჯანყებები და ლიკვიდაციაჰყო 1802 და 1832 წლების განმანთავისუფლებელი ხასიათის შეთქმულებები. მე - 20 საუკუნეში, 1921 წლის შეიარაღებული აგრესიითა და სამხედრო ინტერვენციით მოახდინა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაცია, შემდგომ ფაქტობრივი ანექსია, სისხლში ჩაახშო 20 - იანი წლების განმანტავისუფლებელი მოძრაობა, 1922 და 1924 წლების აჯანყებები და ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში დამყარა ანტიდემოკრატიული, ტოტალიტარული მმართველობა და რეჟიმი, ნომინალური, ფიქტიური სუვერენიტეტითა და სახელმწიფო წესწყობილებით. გასულ მე - 20 საუკუნეში, ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმეორებითი აღდგენის შემდგომ, რაშიც ლომის წვლილი შეიტანა 80 - იანი წლების დამლევის ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ და 1989 წლის 9 აპრილის ჰეროიკული თავგანწირვის მისტერიამ.რუსეთმა 1992-1993 წლებში კვლავ განახორციელა შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დამოახდინა აფხაზეთის უმეტესი ნაწილისა და შიდა ქართლის ჩრდილოეთის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და უამრავი ლტოლვილი საკუთარ სამშობლოში. ბოლოს რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიტა და ოკუპაციიტ, რასაც ცოცხალ მსხვერპლთან ერთად, შედეგად მოჰყვა დამატებითი მთელი რიგი ტერიტორიების მიტაცება ( ახალგორის რაიონი, მცირე ლიახვის და დიდი ლიახვის ხეობათა ქარტული სოფლები, დალის ხეობა, კასპის რაიონის, გორის რაიონის, ქარელის რაიონის, წალენჯიხის რაიონის ე.წ. კონფლიქტის ზონებთან მიმდებარე ტერიტორიები ). რუსეთის იმპერიის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის გაგრძელების საშიშროება არ მოხსნილა, აუცილებელზე აუცილებელია კონკრეტული და გადამჭრელი სამართლებრივი, პოლიტიკური და სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელება. ამ საგანგებო განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ მთელ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს, რათა უაღრესად კონკრეტული, მიზნებისა და მიმართულებების გარშემო მოხდეს ერთიანი ქართული დეოკუპაციის ფრონტის შექმნა, როგორც საყოველთაო თავისუფალი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობისა! ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლებას, რათა მათ გააღრმაონ და გააქტიურონ სახელმწიფოებრივი ძალისხმევა ხუთი კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებით: 1) გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ. 2) ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით. 3) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით. 4) მაქსიმალურად გამკაცრდეს სახელმწიფო საზღვრების კონტროლი და დაცვა, უპირველეს ყოვლისა, საქართველო რუსეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუხსნელობით, მთათუშეთის, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის, ხევის, მთიულეთის, თრუსოს ხეობის, ზემო და ქვემო რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სამხედრო გამაგრებებით. 5) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ. ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი ზემოთქმული სამხედრო კონტინგენტების შემოყვანითა და თავდაცვითი, სამხედრო სისტემების განთავსებით. და ბოლოს, მოვუწოდებთ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს, მსოფლიო ყველა კეთილი ნების ადამიანს, ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, აქტიური, ენერგიული და ქმედითი თანადგომა აღმოუჩინონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას. ყოვლადძლიერი უზენაესი უფალი ღმერთი ფარავდეს, წყალობდეს და მეოხჰყოფდეს ყველა ქართველსა და საქართველოს ეროვნული თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ძლევამოსილებისთვის წმიდათაწმიდა ბრძოლაში ! საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის სახელით : ირაკლი წერეთელი Edited May 5, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 (edited) 4) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ. კუკავა და დავითაიას როდის აპატიმრებენ? პ.ს. ამ მთავრობისთვის გამკაცრების შეთავაზება საშიშია.ვანოს კიდევ ეს უნდა, ხვალ დააპატიმრებს ნახევარ საქართველოს. Edited May 5, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 კუკავა და დავითაიას როდის აპატიმრებენ? პ.ს. ამ მთავრობისთვის გამკაცრების შეთავაზება საშიშია.ვანოს კიდევ ეს უნდა, ხვალ დააპატიმრებს ნახევარ საქართველოს. ჩვენ ომის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო ვართ და შესაბამისად უშიშროების და დაზვერვის ყველა ქმედება ვერ იქნება მთლად დემოკრატიული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 თუ ვინმე ჩაიდენს სახელმწიფო ღალატს, ერის მიერ დაუსჯელი არ დარჩება, სულ ერთია ნოღაიდელი იქნება, გაჩეჩილაძე, კუკავა, დავითაშვილი თუ ალასანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 shamili თუ ვინმე ჩაიდენს სახელმწიფო ღალატს, ერის მიერ დაუსჯელი არ დარჩება, სულ ერთია ნოღაიდელი იქნება, გაჩეჩილაძე, კუკავა, დავითაშვილი თუ ალასანიასააკაშვილი და მისი ამალა დასაჯეთ უკვე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 (edited) საგანგებო განცხადებაუბრალო არ წავიდოდა? Edited May 5, 2010 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 shamili საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის ეს ალბათ ომის ახალი პარტიაა არა??? :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 უბრალო არ წავიდოდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) პირველ პუნქტს არავინ შეასრულებს მინიმუმ 150 წელი.მეორეს და განსაკუთრებით მესამეს კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ.მეოთხესთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ამის განსაკუთრებულ საჭიროებას ვერ ვხედავ. ისედაც ნორმალურადაა საზღვრები დაცული. მეხუთეს რაც შეეხება ამ ხელისუფლების პირობებში მაგას არც არავინ გააკეთებს და რომც გააკეთონ ნახევარ საქართველოს ჩასვამენ ციხეში ცრუ ბრალდებებით. ამასობაში თავიანთი მომხრე აგენტები და კოლაბორაციონისტები გააგრძელებენ საქმიანობას კიდევ უფრო მეტი წარმატებით. მოკლედ აი ძალიან ურიკინებს ეს წერეთელი რა. რასაც ეგ აკეთებს მაგას არც პოლიტიკა ქვია, არც საზოგადოებრივი აქტივობა. სუფთა იორამია ნატვრის ხიდან, კახი კავსაძე რო თამაშობს. Edited May 6, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) kisa სააკაშვილი და მისი ამალა დასაჯეთ უკვე?დასჯილია აბა რა. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის დასის წევრი რომ არაა. თუ მეშლება და მიიღეს? Edited May 6, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 shamili ეს ალბათ ომის ახალი პარტიაა არა??? პარტია არ არის მეგობარო, ზეპარტიული გაერთიანებაა. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელის მონაწილეობაც შეუძლია ნებისმიერ ქართველს თუ არაქართველს, პარტიულს თუ არაპარტიულს, განურჩევლად პარტიული თუ ეთნიკური კუთვნილებისა, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებსა და იდეალებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენს განახლებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, რომლის ლიდერებიც არიან ძველი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, დავით კოპალეიშვილი ჩვენი მოძრაობა - ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა ეხება არ ინტერესდება წარმავალი თემებით ( სოციალური საკითხები, თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო სიები, საარჩევნო კანონი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი ამ რუსეთუმე ოპოზიციისთვის ( მთელ ოპოზიციას არ ეხება რა თქმა უნდა ) და ხელისუფლებისთვის დაგვითმია ). ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ ეხება მარადიულ იდეალებს, ისეთებს როგოერიცაა საქართველოს ეროვნული თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა ( და ამ ორივე იდეალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია ), ეროვნული ძლევამოსილება, ერში ქართული მებრძოლი სულის გაღვივება. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად თანასწორუფლებიან და სუვერენულ სახელმწიფოს შორის და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში დროებით ( სანამ საქართველო ამ მოკავშირეობის საფუძველზე თავად გახდება ამ უახლესი სამხედრო ტექნიკის მფლობელი ) ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, საზღვაო ტექნიკის, საავიაციო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განლაგება. ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს უახლესი გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკით შეიარაღება და ქვეყნის გლობალური შეიარაღება იგივე ჰიპერმილიტარიზაცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია და საქართველოს სრული ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაძევება ( ნებისმიერ ფასად ) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ეროვნული თავისუფლებისა და ძლევამოსილების განმტკიცება. წარმავალ და წვრილმან საკითხებს ვუთმობთ მედროვე პოლიტიკანებს ჩვენი მოძრაობის მებრძოლად გახდომა შეუძლია ნებისმიერ ქართველს, უპარტიოსა თუ პარტიულს, რომელიც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებასა და იდეალებს. საკონტაქტო ტელეფონები : 822 54-55-60 ირაკლი წერეთელი;822 37-51-36, 895 71-13-93 კონსტანტინე ჩოგოვაძე;899 10-06-03 დავით კოპალეიშვილი;895 36-93-83 გურამ გოგბაიძე;893 30-44-51 ზურაბ ბარბაქაძე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) ძუკუ analgin ანუ მაშინ ღიად თქვით ნეიტრალიტეტს უჭერთ მხარს ? ნეიტრალური საქართველო რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოს რომ ნიშნავს ვერ ხვდებით ? აბა როგორ საგარეო პოლიტიკას უჭერთ მხარს მხოლოდ ნატოში გაწევრიანებას ? ნატოში გაწევრიანებას ჩვენც ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენს ნატოში შესვლას რომ ბლოკავენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უპრინციპო და ფარჩაკი ლიდერები მაგას ვხედავთ მგონი ყველა. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა და მასში გაერთიანებული პარტიები ( ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ქრისტიან დემოკრატიული პარტია - იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი ( თარგამაძის ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში არ აგერიოთ ), წმინდა ილია მართლის საზოგადოება - გურამ გოგბაიძე, გელა ჩორგოლაშვილი და სხვები ) და ცალკეული პიროვნებები ნატოსკენ სწრაფვასთან ერთად ძლიერი თავდაცვითი და ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბების უნიკალური სისტემა და გეგმას სთავაზობენ ქართველ ერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის სახით და მაგის წინააღმდეგები გამოდიხართ, ნატოში იცით რომ გვბლოკავენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უპრინციპო და ფარჩაკი ლიდერები და აბა მაშინ კონკრეტულად როგორ საგარეო პოლიტიკას უჭერთ მხარს და რაში ხედავთ დეოკუპაციის გზას ? მართლა გჯერათ რომ საქართველოში რომ დემოკრატიას დავამყარებთ და თავისუფალი სასამართლო რომ გვექნებაამ დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით აღფრთოვანებული აფხაზები და ოსები დაამხობენ კრემლის მიერ მათთვის დანიშნულ მარიონეტს და სახალხო კრებას მოიწვევენ საქართველოს შემადგენლობაში ვბრუნდებით, ჩვენი თვითმყოფადობა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოში გადარჩებაო ?თუ მიგაჩნიათ რომ რუსების მიერ მართვად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაუშვებენ მაგას რუსებიკონფედერაციული, სახელშეკრულებო, მარტივად დაშლადი სახელმწიფო მოწყობის შექმნის გარეშე ? თუ ემხრობით კონფედერაციას ?კონფედერაციული მოწყობა საქართველოს დასასრულის დასაწყისი რომ იქნება მაგას ხომ ხვდებით. ძალიან გთხოვთ ამაზე გამეცით პასუხი Edited May 6, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) shamili პარტია არ არის მეგობარო, ზეპარტიული გაერთიანებაა. კიდევ უფრო უარესი მაშინ! მასე თავისუფლების ინსტიტუტიც ზეპარტიულია... ნაცებზე მაღლა დგას სახელმწიფო მოწყობის იერარქიაში და ნაცებზე უფრო მაღალი სიტყვა ეთქმით... ნაცები სულ მაგათ ჭკუაზე არ დადიან??? ვაი მაგათ პატრონს უბედურს... ვის აყრიან ნეტავ თვალში ნაცარს... shamili ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენს განახლებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, მაშ მტყუნის იმის დედაც... ეს არის აბსოლიტური ტყული ქართულ პოლიტიკაში! ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი! Edited May 6, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 (edited) მაშ მტყუნის იმის დედაც... ეს არის აბსოლიტური ტყული ქართულ პოლიტიკაში! ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი!აბა ერთი დააკონკრეტე რისი თქმა გინდოდა და ვისი მისამართით იგინები Edited May 6, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.