planetanews Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gold-bullion-image-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოქროულის კონტრაბანდისტი დააკავა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, დიდი ოდენობით ძვირფასი ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე, დააკავებულია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გრეტა სუკიასიანი. დაკავებულმა თურქეთიდან საქართველოში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 1 კილოგრამი მასის მქონე ძვირფასი ლითონის – ოქროს და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. ექსპერტიზის დასკვნით, კონტრაბანდული ტვირთის საერთო ღირებულება 40 000 ლარს აჭარბებს, შესაბამისად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts